მექსიკაში უძველესი ნამარხი გიგანტური ზვიგენი აღმოაჩინეს

შესაძლოა, მეთევზეებმა ლეგენდარული მეგალოდონი იპოვეს.

გაქვავებული ნამარხი გერეროს შტატში პუნტო მალდონადოს პლიაჟთან ახლოს აღმოაჩინეს. ანთროპოლოგიის და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული წინასწარი შეფასებით, ცხოველი 5–1,8 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.

ზვიგენის სიგრძე დაახლოებით 18 მეტრია. თუმცა, მეცნიერებმა მხოლოდ მისი ნაწილი ამოიღეს მიწიდან. დაახლოებით 5 მეტრის სხეულის ნაწილი თავთან ერთად ჯერ არ არის აღმოჩენილი, რაც ცხოველის იდენტიფიკაციას ართულებს.

ერთი ვერსიით, მექსიკელმა მეთევზეებმა მეგალოდონის – გიგანტური ზვიგენის ნაშთები იპოვეს. სხვადასხვა შეფასებით ის რამდენიმე ათეულიდან 3 მილიონამდე წლის წინ ბინადრობდა. მეგალოდონები ზემტაცებლები იყვნენ, რომლებიც კვებითი ჯაჭვის სათავეში იმყოფებოდნენ. უფრო ზუსტი მონაცემები მეცნიერებს დარჩენილი ნაწილების პოვნის შემდეგ ექნებათ.

f72cb88440b26d94a148f1f25759df62

Leave a comment

Your email address will not be published.


*