მექსიკის ყურეში მკვდარი ზონა იზრდება

წყალში ჟანგბადის დაბალი დონე ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვას იწვევს.

მსოფლიო ოკეანეში ე. წ. “მკვდარი ზონებია” – უჟანგბადო უბნები. წლიდან წლამდე ასეთი ზონების რიცხვი მატულობს, არსებული ზონების ფართობი კი იზრდება. ყველაზე შემაშფოთებელი მექსიკის ყურეში არსებული ზონაა. ის რამდენიმე ათწლეულის წინ გაჩნდა. მისი ზომები არ იცვლებოდა. მაგრამ წელს, ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის მკვლევარების მონაცემებით, მისმა ზომებმა რეკორდულ მაჩვენებელს 20 200–22 560 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია. ეს სლოვენიის, სალვადორის ან ისრაელის ზომებია.

პირველ რიგში ფერმერები დაზარალდნენ: ბევრმა ვერ შეძლო მარცვლოვანი კულტურების დათესვა. მაგრამ მინდვრები უკვე განაყოფიერებული იყო სასუქებით და მდინარეების ძლიერმა ნაკადებმა ქიმიკატები და სასუქები ყურეში ჩარეცხა.

ამან ლუიზიანას და ტეხასის სანაპიროებთან წყალმცენარეების აქტიური ზრდა გამოიწვია. ისინი თავის მხრივ ჟანგბადს ისრუტავდნენ გარემოდან. უჟანგბადობა კი უარყოფითად მოქმედებს თევზებზე, კიბორჩხალებზე და სხვა წყლის ბინადრებზე. ვინც გაქცევას ახერხებს, იძულებით უცხო გარემოში ხვდებიან, ხოლო ვინც რჩება ჰიპოქსიით იღუპებიან – ირუპებიან მთლიანი მარჯნის რიფებიც კი.

ცხოველები, რომლებიც უჟანგბადობას ეჯახებიან, ზრდას წყვეტენ: ეს გარკვევით ჩანს კრევეტების მაგალითზე. მათი ზომები შემცირდა და ბაზარზე მათი ფასები საკმაოდ ეცემა.

მეცნიერები საიმედო პროგნოზს ვერ იძლევიან: ისინი მოუწოდებენ ფერმერებს, რომ ნაკლები სასუქი გამოიყენონ. მაგრამ ეს “მკვდარი ზონების” წარმოშობის მხოლოდ ერთი ასპექტია.

კლიმატის ცვლილებასთან ერთად მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა მატულობს. თბილი წყალი კი თავისთავად ნაკლებად არის მდიდარი ჟანგბადით, ვიდრე ცივი წყალი. გახშირებულ კოკისპირულ წვიმებს კი, უფრო მეტი ჩამდინარე წყლები და სხვა უცხო მინარევები ჩააქვთ ოკეანეში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*