მექსიკის 2000 წლის რელიგია და პოლიტიკა

არტურ ჯოისი, კოლორადოს უნივერსიტეტიდან და სარა ბარბერი, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტიდან ამბობენ, რომ რელიგიამ მექსიკაში, კერძოდ ოახაკაში, გამოიწვია სოციალური დაძაბულობა და კონფლიქტი ძვ. წ. 700–დან ახ. წ. 250 წლებამდე. ამ პერიოდში, რეგიონში შტატები ფორმირდებოდა.

არქეოლოგიური ფაქტები რიო ვერდე ვალეში მეტყველებს იმაზე, რომ მსხვერპლ შეწირვასთან დაკავშირებული რელიგიური რიტუალები და ადამიანთა სამარხები მცირე ზომის სასაფლაოებზე დაკავშირებულია ადგილობრივ თემებთან და არა მსხვილ სახელმწიფოებრივ დასახლებებთან. მათ ააშენეს მასიური ტაძრები, რომლებიც მიატოვეს საუკუნის შემდეგ.

ოახაკას ველზე გაჩნდა ცენტრალური რელიგიური ელიტა, რომელმაც გამოიწვია კონფლიქტი ტრადიციული რელიგიის ლიდერებთან. საბოლოო ჯამში ოლქებად დაყოფილ სახელმწიფოში ჩამოყალიბდა დედაქალაქი – მონტე ალბანი.

“ორივე, ოახაკასა და რიო ვერდე ვალეზე რელიგია თამაშობდა დიდ როლს ადრეული ქალაქებისა და სახელმწიფოების ფორმირებასა და ისტორიაში, ასევე მათ სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში. იმის გათვალისწინებით, თუ რა როლს თამაშობს რელიგია დღევანდელ დღეს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში, ეს გასაკვირი არ არის” – თქვა ჯოისმა პრეს რელიზში.

archaeology.org-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*