მეცნიერები აღადგენენ 170 წლის წინ გადაშენებული ჩიტების სახეობებს

დიდ ბრიტანეთში აპირებენ ჩიტის კლონირებას, რომელიც არა უგვიანეს 1844 წელს ბინადრობდა.

როცა უკანასკნელი უფრთო გაგარა მონადირეებს ჩაუვარდათ ხელში, მაშინ რუსეთს ნიკოლოზ I მართავდა, ხოლო პარიზში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი. მას შემდეგ ეს პინგვინის ზომის არამფრენი ფრინველი არავის უნახავს: ისინი ხორცის და თბილი ბეწვის გამო ამოწყვიტეს.

თუმცა მსოფლიოში შემორჩენილია უამრავი ფიტული, ტყავი, კვერცხები და დაკონსერვებული შინაგანი ორგანოები.

ამჟამად, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი Revive & Restore-ს ცენტრის ბაზაზე ცდილობს შემონახული მასალების გამოყენებით უფრთო გაგარას დნმ–ის გამოყოფას და მისი უახლოესი ნათესავის, გაგარას (Alca torda) კვერცხუჯრედში მოთავსებას. ფრინველების ზომები თანხვედრია, თუმცა უფრთო გაგარა უფრო დიდი იყო.

მეცნიერებმა ეს ფრინველი იმიტომ აირჩიეს, რომ იგი პირველი იყო ევროპაში ადამიანების მიერ ამოწყვეტილი. ეკოლოგებისთვის აშკარაა უფრთო გაგარას როლი ჩრდილო ატლანტიკის ეკოსისტემაში. სახეობის აღდგენას შეუძლია ჩრდილოეთის ზღვებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს ზღვები მოიცავს ევროპის, აშშ–ს და კანადის სანაპიროებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*