მეცნიერები ფიქრობენ, რომ ტუტანჰამონი ნაჩქარევად დაასაფლავეს: ლაქების საიდუმლო აკლდამაში

მსოფლიოში ცნობილი ფარაონი ტუტანჰამონი XVIII დინასტიის მმართველი იყო და ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. მას “ყმაწვილი მეფე” შეარქვეს.

ოფიციალური წყაროების მიხედვით ტუტანჰამონის სიკვდილის მიზეზი უცნობია. ეს შეიძლება ყოფილიყო თავის ქალის ტრავმა, დაზიანებული ფეხის ინფექცია, მალარია ან ანემია.

ნებისმიერ ამ შემთხვევაში, ფარაონის სიკვდილის მიზეზი არაფრით არ არის დაკავშირებული ლაქებთან, რომლებიც ტუტანჰამონის სამარხშია აღმოჩენილი – ფიქრობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი რალფ მიტჩელი. დიდი ხნის განმავლობაში, ამის შესახებ, ჰიპოთეზაც კი არავის გამოუთქვამს. მხოლოდ ახლა, მიტჩელი ცოტა ნათელს ფენს ამ საიდუმლოს.

მუქი ყავისფერი ლაქები, რომლებითაც სამარხის კედლებია დაფარული, შეიძლება გამოწვეული იყოს სიჩქარით, დაკრძალვის დროს. სავარაუდოდ, ტუტანჰამონი ისე სწრაფად დაასაფლავეს, რომ აკლდამის კედლებმა ბოლომდე გაშრობა ვერ მოასწრო. ეს მოსაზრება მიტჩელმა გამოთქვა ეგვიპტური სამარხის კედლებიდან აღებული მიკროორგანიზმების დნმ–ის ანალიზის საფუძველზე.

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ამ ლაქების გამომწვევი მიკრობები დაიხოცნენ, ე. ი. დაშლა და დაზიანებები რაღაც მომენტში შეწყდა. ამასთან, როცა 1922 წელს სამარხი გახსნეს, მაშინვე მოხდა მისი ფოტოებზე აღბეჭდვა. სწორედ ამ ფოტოების საშუალებით ირკვევა, რომ ეს ლაქები საერთოდ არ შეცვლილა.

აქედან მეცნიერები აკეთებენ დასკვნას – ლაქები შეიძლება გამოწვეული იყოს მესაფლავეების ნაუცბათევი არაკორექტული მუშაობის შედეგი. ისინი რაღაც მიზეზით ცდილობდნენ დასაფლავების რიტუალი სწრაფად დაემთავრებინათ. დასაფლავების შემდეგ მიკროორგანიზმები რაღაცა დროის განმავლობაში მრავლდებოდნენ, მაგრამ როცა საღებავი გაშრა მიკრობებიც დაიხოცნენ.

istoria-mira.ru–ს მიხედვით.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*