მეცნიერები ცდილობენ მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციის საიდუმლოს ამოხსნას

გასულ კვირას, 7000 წლის შემდეგ ჩინჩოროს ცივილიზაციის 15 მუმია, რომლებიც ცხოვრობდნენ თანამედროვე ჩილესა და პეროს ტერიტორიაზე, გადაიყვანეს სანტიაგოს კლინიკაში, რათა ჩაუტარდეს დნმ–ის ანალიზი და კომპიუტერული ტომოგრაფია.

ჩინჩოროს ხალხი იყვნენ მონადირეები და მეთევზეები, რომლებიც ცხოვრობდნენ ძვ. წ. 10 000–3 400 წლებში სამხრეთ ამერიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ატაკამის უდაბნოში. ისინი იყვნენ პირველი ადამიანები, რომლებიც მიცვალებულის მუმიფიცირებას ახდენდნენ. მათი მუმიები დაახლოებით 7 400 წლის არის – 2 000 წლით ძველი, ვიდრე ეგვიპტური.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებენ მათი გენის და მრავალი სხვა საიდუმლოს ამოხსნას.

15 ჩინჩორო მუმიას, რომელთაგან ძირითადად არიან ბავშვები ჩაუტარდება CT სკანერით სკანირება, სანტიაგოში, ლოს კონდეს კლინიკაში.

“ჩვენ გვინდა აღვადგინოთ მათი რეალური შესახედაობა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი ათასობით წლის წინ” – განაცხადა მთავარმა რადიოლოგმა მარსელო გალვესმა.

მეცნიერები ცდილობენ იმის გარკვევასაც, როგორ და რა ტექნოლოგიით უტარებდნენ გარდაცვლილს მუმიფიკაციას.

“მუმიფიკაცია ჩინჩოროს ცივილიზაციისთვის იყო ინტიმური პროცესი” – განაცხადა ჩილეს ეროვნული მუზეუმის ანთროპოლოგიის ხელმძღვანელმა ვერონიკა სილვამ.

“გარდაცვლილის ოჯახი თავად ატარებდა მუმიფიცირების რიტუალს” – დაამატა სილვამ.

ჩინჩოროს ცივილიზაციის 180 მუმია აღმოჩენილია 1903 წლიდან. ყველა მათგანი ნაპოვნია სანაპიროზე. ისინი არ აშენებდნენ პირამიდებს ან რაიმე სხვა ნაგებობებს მუმიებისთვის. ფაქტიურად ჩინჩოროს ცივილიზაციას მუმიების გარდა სხვა კვალი არ დაუტოვებია.

მკვლევარებმა აიღეს მუმიების კანის და თმის დნმ–ის ნიმუშები და ეძებენ გენეტიკურ კავშირს თანამედროვე მოსახლეობასთან.

Leave a comment

Your email address will not be published.


*