მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტბა ზღვის ქვეშ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს “ტბა” მექსიკის ყურეში. ყველა, ვინც შემოდის ამ აუზში, ზღვის ფსკერიდან საშინელი განცდა ეუფლება.

ბიოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა ერიკ კორდესმა გამოიკვლია ეს აუზი და კვლევის შედეგები და მისი დასკვნები აღწერილია ჟურნალ Oceanography–ში.

“ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე საოცარი რამ ზღვის სიღრმეში. თუ ჩახვალთ ოკეანის ფსკერზე, დაინახავთ ტბას ან მდინარის დინებას. იგრძნობთ, რომ სულ სხვა სამყაროში მოხვდით” – განაცხადა კორდესმა.

“ტბის” წყალი ხუთჯერ უფრო მარილიანია, ვიდრე მის გარშემო არსებული ოკეანის მლაშე წყალი. იგი ასევე ძალიან ტოქსიკურია. “ტბის” წყალი შეიცავს მეთანს და გოგირდწყალბადს, შესაბამისად მისი შერევა ოკეანის წყალში არაფრით არ შეიძლება.

ცხოველების (და ადამიანების) შესვლა ამ ტოქსიკურ წყალში შეიძლება სასიკვდილო იყოს. აქ მხოლოდ ბაქტერიებს შეუძლიათ ცხოვრება. მეცნიერები იკვლევენ იმას, თუ, როგორ შეუძლიათ გარკვეულ ორგანიზმებს ცხოვრება ასეთ პირობებში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*