მეცნიერებმა დაამტკიცეს მზის სისტემაში მეცხრე პლანეტის არსებობა

კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა გიგანტი პლანეტის არსებობის შესახებ განაცხადეს. ის მზის სისტემის გარე უბანზე უცნაურ გაწელილ ორბიტაზე მოძრაობს.

მეცნიერებმა აღმოჩენილ ობიექტს “მეცხრე პლანეტა” დაარქვეს. ის მზისგან 20–ჯერ უფრო შორს არის, ვიდრე ნეპტუნი, რომელიც ვარსკვლავისგან 4,55 მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული.

“მეცხრე პლანეტა” დედამიწაზე 10–ჯერ მძიმეა და მზის გარშემო სრულ წრეს 10 000–20 000 წელიწადს ანდომებს.

მეცნიერებმა ბრაუნმა და ბატიგინმა პლანეტა აღმოაჩინეს მათემატიკური მოდელირების და კომპიუტერით მოდელის შექმნის საშუალებით. უშუალოდ პლანეტას ჯერ არ დაკვირვებიან. “ეს მეცხრე პლანეტა უნდა იყოს – ამბობს მაიკლ ბრაუნი – უძველესი დროიდან აღმოჩენილია მხოლოდ ორი ჭეშმარიტი პლანეტა. ეს მესამე იქნება”.

ბრაუნი აღნიშნავს, რომ ნავარაუდევი პლანეტა საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ მის ნამდვილ არსებობაში ეჭვი შეიტანონ.

ბრაუნმა და ბატიგინმა კვლევის შედეგები ჟურნალ Astronomical Journal–ში გამოაქვეყნეს. ისინი აჩვენებენ, როგორ ხსნის “მეცხრე პლანეტის” არსებობა კოიპერის სარტყელში მიმდინარე უცნაურ მოვლენებს: “ყველაზე დაშორებული ობიექტები ერთი მიმართულებით მოძრაობენ აუხსნელი ტრაექტორიით და ჩვენ მივხვდით, რომ ამის ერთადერთი ახსნა არის შორეული დიდი პლანეტა, რომელიც მათ ერთად აკავებს, სანამ ისინი მზის გარშემო ბრუნავენ” – ხსნის ბრაუნი.

“პირველად 150 წლის მანძილზე არის უტყუარი დადასტურება იმისა, რომ მზის სისტემის პლანეტების სია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული” – ამბობს ბატიგინი.

“X პლანეტის” ძიება უკვე მრავალი წელია არ წყდება. ჯერ კიდევ XIX საუკუნის 40–იან წლებში რთული მათემატიკური გამოთვლებით ივარაუდეს, რომ ნეპტუნის ორბიტის იქით კიდევ ერთი პლანეტა უნდა ყოფილიყო. ნეპტუნის მასის გამოთვლის შედეგები იმაზე მეტყველებდა, რომ ამ ყინულის გიგანტის ორბიტა და მისი მეზობელი ურანის ორბიტა ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ამიტომ ზოგიერთი ასტრონომი ვარაუდობდა, რომ მზის სისტემის განაპირას მინიმუმ ერთი ციური სხეული მაინც უნდა ყოფილიყო. ჯერ კიდევ აღმოუჩენელი იგი ბიძგს აძლევს ყინულის გიგანტებს და აიძულებს მზის გარშემო თავიანთი გზიდან გადაიხარონ.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*