მეცნიერებმა ორი ვიკინგი სიკვდილის შემდეგ “გააერთიანეს”

მკვლევარებმა სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილ ნეშტებს შორის გენეტიკური კავშირი დაადგინეს.

2008 წელს არქეოლოგებმა 180 სმ. სიმაღლის 20 წლის ახალგაზრდას ნეშტი აღმოაჩინეს. მას მძიმე ტრანმვები აღენიშნებოდა: თავის ქალაზე, სულ ცოტა, 9 დაზიანების კვალი ჩანდა, რომლებიც ხმლით ან სხვა ბასრი იარაღით იყო მიყენებული. ჩონჩხზე კი შუბის დარტყმის რამდენიმე იარა იყო შემორჩენილი. ის ოქსფორდთან ახლოს, საძმო სამარხში იყო დასაფლავებული.

უფრო ადრე, 2005 წელს, დანიაში 50 წლის მამაკაცის ნეშტი აღმოაჩინეს. სიცოცხლეში მას მოცვეთილი კბილები ჰქონდა, დაავადებული იყო ართრიტით და ტუბერკულიოზით გამოწვეული ძვლების ანთება ჰქონდა. მისი სიმაღლე 182 სმ იყო. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ის ადგილობრივი ფერმერი იყო. ამაზე მისი დიეტა მეტყველებდა. ის რამდენჯერმე თავდასხმებში მონაწილეობდა: ტანზე მრავალი ძველი იარა აღენიშნებოდა, მათ შორის ერთი სერიოზული. ერთი ჭრილობა მარცხენა მენჯზე ხმლით იყო მიყენებული და ბოლომდე არ იყო შეხორცებული. სწორედ ის შეიძლება გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი.

ვიკინგების ეპოქაში, 793-1066 წლებში, ეს მეომრები თავდსხმებს, დაპყრობებს, კოლონიზაციებს და ვაჭრობას ეწეოდნენ მთელ ევროპაში. ინგლისსა და შოტლანდიაში ისინი VIII საუკუნის ბოლოს შეიჭრნენ.

უმცროსი მამაკაცი შესაძლოა, სწორედ ასეთი თავდასხმის დროს მოკლეს ან სხვა დანარჩენ 35 დამარხულ მეომართან ერთად სიკვდილით დასაჯეს ინგლისის მეფე ეტელრედ II-ის ბრძანებით, რომელმაც 1002 წელს ინგლისში ყველა დანიელის მოკვლის ბრძანება გასცა.

ყველა ვიკინგის ნეშტის გენეტიკური მონაცემები მკვლევარებს მონაცემთა საერთო ბაზაში შეჰყავთ. ამის წყალობით, მოხდა 2 გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დადგენა, რომლებიც ერთმანეთისგან 900 კილომეტრის დაშორებით იყვნენ დამარხულები.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გენეტიკოსის, ესკე ვილერსლევის თქმით, ისინი ან დედმამიშვილები იყვნენ ან ბიძა-ძმისშვილი.

ორი ნათესავი დანიის ეროვნულ მუზეუმში “შეხვდა” ერთმანეთს: მათი ნეშტები საგამოფენო ექსპოზიციაში შევლენ. გამოფენა ვიკინგების ისტორიას ეძღვნება და ის 26 ივნისს გაიხსნება.

4b1b88bb12a24c22900b49ddee4ee79a.max-2000x1000

7824abf685074757a0ae58b05657e7fe.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*