მეცნიერებმა პერუში ცნობილი მუმიის – ლედი კაოს სახე აღადგინეს

მუმიამ, რომელიც პერუში 2006 წელს აღმოაჩინეს და ლედი კაო უწოდეს, მნიშვნელოვნად შეცვალა მეცნიერთა წარმოდგენები მოჩეს უძველეს კულტურასა და ყოფაზე. ეს ხალხი თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდა I-VIII საუკუნეებში. თანამედროვე 3D ტექნოლოგიების გამოყენებით მოხერხდა ლედი კაოს სახის აღდგენა. ამისთვის პერუელმა მეცნიერებმა ცნობილი მუმიის თავის ქალის აგებულება დეტალურად შეისწავლეს.

ლედი კაოს ასევე უწოდებენ ლათინური ამერიკის კლეოპატრასაც. ის 1700 წლის წინათ გარდაიცვალა. იგი ქალაქ ტრუხილიოს მახლობლად, ელ–ბრუხოს კომპლექსში აღმოაჩინეს.

გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალი 20 წლის ასაკში გარდაიცვალა, მშობიარობის ანდა ორსულობის დროს გართულებების გამო. ფეხები, ტერფები და სახე მოსვირინგებული ჰქონდა, რომელიც მაგიურ ნიშნებს – გველებსა და ობობებს – შეიცავდა.

ლედი კაო გვირგვინით, ოქროსა და სპილენძის სამკაულებით დაკრძალეს. მის საფლავში ორი მასიური საბრძოლო კომბალი და შუბის სატყორცნი 23 მოწყობილობა აღმოჩნდა.

მდიდრული საფლავის გამო მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის ან პოლიტიკური, ან რელიგიური ზედაფენის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.

lady-cao-3

2006 წელს მიკვლეული მუმია

800px-La_Señora_de_Cao

2007 წელს შექმნილი ლედი კაოს ფიგურა

lady-cao-2

3D ტექნოლოგიებით 2017 წელს მიღებული სახე

Leave a comment

Your email address will not be published.


*