მეცნიერებმა შეადგინეს მარსის გრავიტაციის ყველაზე ზუსტი რუქა

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეადგინეს მარსის გრავიტაციის ყველაზე დეტალური რუქა.

რუქის შექმნისთვის გამოიყენეს 16 წლის განმავლობაში NASA-ს სამი ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურის: Mars Global Surveyor–ის, Mars Odyssey–ის და Mars Reconnaissance Orbiter–ის მიერ შეგროვებული მონაცემები.

როდესაც კოსმოსურმა აპარატებმა გადაუფრინეს მარსს, განიცადეს გრავიტაციული ცვლილება და მოახდინეს მიღებული მონაცემების დაფიქსირება.

ორი წლის განმავლობაში მეცნიერები ანალიზს უკეთებდნენ ამ ინფორმაციას და მოახდინეს კომპიუტერული მოდელირება. ზოგადად, ეს გამოსახულება მეცნიერებს საშუალებას მისცემა შეისწავლონ წითელი პლანეტის გრავიტაციის თვისებები და ასევე დაადგინონ მარსის ქერქის სისქე 150 კილომეტრის სიღრმეში.

მიღებული გრავიტაციული რუქა მარსის შიდა სტრუქტურების შესწავლის და მისი რელიეფის ჩამოყალიბების დადგენის საშუალებას იძლევა. მაგალითად, რუქა მეტყველებს იმაზე, რომ მარსის ბირთვის გარე ნაწილი წარმოადგენს გამდნარ კლდის ქანებს.

წითელი პლანეტის მასიური ვულკანები ხასიათდებიან მძლავრი გრავიტაციით, ხოლო მათთან ახლომდებარე უბნები პირიქით, ხასიათდებიან საკმაოდ სუსტი გრავიტაციით, რაც მეტყველებს ლითოსფეროში ნაპრალების არსებობაზე.

ნახშიროჟანგი ზათრის პერიოდში პოლუსებზე იყინება, ხოლო ზაფხულში უკან ბრუნდება ატმოსფეროში. მეცნიერთა გამოთვლებით მისი მასა დაახლოებით მარსის ატმოსფეროს 12–16%–ს შეადგენს, ანუ 3–4 ტრილიონ ტონას.

2e9bead2f767eda03ee47edb5f88ee79

85d50e111d7d5e18bedce71e9a4a45d2

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*