მეცნიერებმა შეძლეს გაყინული ტვინის გაცოცხლება

ამერიკელი კრიობიოლოგების ახალი აღმოჩენა ადამიანებს უკვდავებასთან დააახლოებს: მეცნიერებმა შესძლეს ძუძუმწოვრის ტვინის გაყინვა დაუზიანებლად.

კრიობიოლოგია ცოცხალ ორგანიზმებზე დაბალი ტემპერატურების ზემოქმედების ეფექტებს შეისწავლის. მისი ერთ–ერთი პრაქტიკული მიზანია, ადამიანის სხეულის გაყინვა და მისი “გამოღვიძება” მრავალი წლის ან საუკუნის შემდეგ. რეალურად მეცნიერება ჯერ ძალიან შორს არის ასეთი ტექნოლოგიების შექმნისგან.

ჯერჯერობით ყველაზე მთავარი ამოცანაა, გაყინული ტვინის ყველა ფუნქციის აღდგენა მისი გალღობის შემდეგ.

აქამდე ტვინის გაყინვა მისი დაზიანების გარეშე ვერ ხერხდებოდა: მისი გალღობის შემდეგ, ტვინი იყო გაუწყლოვანებული, ხოლო მისი ნეირონული სტრუქტურა – დაშლილი. შემდეგ ცოცხალი ორგანიზმი კარგავს ცოდნას, მეხსიერებას და უნარებს. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის კრიობიოლოგებმა პირველად მოახერხეს ტვინის გაყინვა და გალღობა დაზიანების გარეშე.

ცდა ჩატარდა კურდღელზე. ცხოველის თავის ტვინის სისხლძარღვებში შეიყვანეს კრიოპროტექტორი (ნივთიერება, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს იცავს გაყინვის დამაზიანებელი ეფექტისგან) ალდეჰიდის ფუძეზე, ხოლო შემდეგ ორგანო გაყინეს -130 ºC-ზე.

შემდგომ ეტაპზე მოხდა ერთდროულად გალღობა და კრიოპროტექტორის ამოღება. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კურდღლის ტვინი დაუზიანებელი დარჩა. შემდგომი ეტაპია ცდების ჩატარება უფრო მსხვილ ცხოველზე, მაგალითად ღორზე. წარმატების შემთხვევაში მეცნიერები მზად იქნებიან ტექნოლოგიის ადამიანზე გამოყენებისთვის.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*