მეცნიერებმა წაიკითხეს ლევიტთა წიგნის ფრაგმენტებიანი დამწვარი გრაგნილი

1970 წელს ისრაელში იპოვეს დამწვარი გრაგნილი, რომლის ასაკი 1500–1900 წელია. ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი აღმოჩნდა. გრაგნილის გახსნის მცდელობისას ის ნაწილებად დაიშალა. ახალი ტექნოლოგიებით შესაძლო გახდა ტექსტის წაკითხვა მისი დაზიანების გარეშე.

კიდობანი, რომელშიც ტყავის გრაგნილი იდო, აღმოაჩინეს ნაციონალური პარკის ეინ–გედის ტერიტორიაზე. არქეოლოგების მონაცემებით, აქ ადამიანები უკვე ძვ. წ. აღ. VII საუკუნეში სახლობდნენ. აქ აწარმოებდნენ ღვინოს, ნელსაცხებლებს და ბალზამებს. ისტორიის მანძილზე ქალაქი დამპყრობლებისგან მრავალჯერ დაინგრა და თავიდან აღსდგა. ასე გრძელდებოდა VI საუკუნემდე, როცა ეინ–გედი აქ მოსულმა არაბებმა დაიპყრეს და გადაწვეს.

ამჟამად აქ კიბუციაა დაარსებული. არქეოლოგები მუშაობას განაგრძობენ. აქ შემორჩენილია წყალმომარაგების უნიკალური სისტემა და რომაულ–ბიზანტიური პერიოდის სინაგოგის ნანგრევები. მრავალი რელიქვია, მათ შორის აღმოჩენილი გრაგნილიც, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩვენამდე შემორჩენილი. ამ მიზეზით გრაგნილის წაკითხვა ვერ ხერხდებოდა: ნებისმიერი მცდელობისას ის ნაწილებად იშლებოდა.

მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი ჩატარებულიყო არაინკაზიული გამოკვლევა. ამერიკელმა და ებრაელმა მეცნიერებმა შეძლეს ტექსტის სკანირება რენტგენის კომპიუტერული ტომოგრაფიით. შექმნეს სამ განზომილებიანი მოდელი. სპეციალურმა პროგრამამ შეძლო გრაგნილის ვირტუალური “გაშლა”, სპეციალისტებმა კი მისი წაკითხვა შეძლეს.

გრაგნილი შეიცავს ლევიტთა წიგნის პირველი ორი თავის 35 სტრიქონს. 18 სტრიქონი საკმაოდ კარგად იკითხება. დანარჩენი 17–ის კი რეკონსტრუქცია გაკეთდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, ეს არის თორას უძველესი ასლი, რომელიც ნაპოვნია სინაგოგის კიდობანში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*