მეცნიერებმა XVII საუკუნის დაბეჭდილი წერილის წაკითხვა შეძლეს

ამისთვის მათ სტომატოლოგიური რენტგენული სკანერი გამოიყენეს.

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ევროპის აღორძინების ხანის გაუხსნელი წერილის წაკითხვა შეძლო. ეს ბეჭდის გაუხსნელად და რაიმე სხვა დაზიანების გარეშე მოახერხეს.

წერილი 1697 წლის 31 ივლისით არის დათარიღებული. წერილი ფრანგმა ჟაკ სენაკმა თავის ბიძაშვილს, ვაჭარს, პიერ ლე პერს მიწერა, რომელიც ჰააგაში ცხოვრობდა. წერილში ვინმე დანიელ ლე პერის გარდაცვალებაზეა საუბარი. წერილის ცენტრში ჩიტის გამოსახულებიანი წყლის ნიშანია.

წერილის წაკითხვა მაღალი მგრძნობელობის რენტგენული მიკროტომოგრაფიული სკანერის დახმარებით მოხერხდა ლონდონში, დედოფალ მერის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.

წერილის გამგზავნმა ის დალუქა, ე.წ. “საფოსტო კლიტეს” გამოყენებით – ეს არის ქაღალდის დაკეცვის რთული ხერხი, როდესაც ის წერილიც და კონვერტიც ერთდროულად ხდება. ასეთი პრაქტიკა თანამედროვე ფორმის კონვერტების გამოჩენამდე გამოიყენებოდა.

ამ დრომდე მსგავსი წერილების წაკითხვა მხოლოდ მათი გაჭრის შემდეგ ხერხდებოდა. ეს ისტორიული დოკუმენტის დაზიანებას იწვევს. სკანერმა ეს პრობლემა წარმატებით გადაჭრა.

დოკუმენტის სკანირების შემდეგ, მკვლევარებმა გამომთვლელი ალგორითმები გამოიყენეს. მათი საშუალებით, დაკეცილი წერილის ფენების იდენტიფიცირება და გარჩევა მოხერხდა. მოხერხდა წერილის ვირტუალური გახსნაც.

ეს წერილი 2600 წერილისგან შემდგარი კოლექციიდან ერთ-ერთია. მათ, რაღაც მიზეზებით, თავიანთ ადრესატებამდე ვერ მიაღწიეს. ყველა მათგანი XVII საუკუნის დროინდელია.

ასეთი წერილებით სავსე სკივრი ჰააგაში, ნიდერლანდების საფოსტო მუზეუმს, სიმონ და მარი ბრინერებმა გადასცეს, რომლებიც, თავის დროზე, ევროპის საკომუნიკაციო ქსელის ცენტრალურ ფიგურებს წარმოადგენდნენ.

026af3e8bcf34a06b9d8a827ac2ee8db.width-630

https://www.youtube.com/watch?v=-yoSlqxz_Ns

Leave a comment

Your email address will not be published.


*