მეცნიერებს სურთ ტიტანზე კრაკენის ზღვაში წყალქვეშა ნავის გაგზავნა

ეს მისია მალე არ განხორციელდება, მაგრამ NASA-ს თანამშრომლები იმედებს არ კარგავენ.

სატურნის თანამგზავრი ტიტანი – დედამიწის გარდა, ერთადერთი კოსმოსური სხეულია, რომელსაც მკვრივი, აზოტით მდიდარი ატმოსფერო აქვს. ტიტანი საერთოდ ძალიან ჰგავს ჩვენს პლანეტას: იქ არის მდინარეები, რომლებიც დიდ ტბებში და ზღვებში ჩაედინებიან, ასევე ჭექა-ქუხილის ღრუბლები, რომლებიც მძლავრ კოკისპირულ წვიმებს ქმნიან. მართალია, ეს ყველაფერი წყლისგან არ შედგება, არამედ მეთანისგან. მეთანის ცირკულაცია თხევადი მდგომარეობიდან გაზამდე და პირიქით, ძალიან ჰგავს დედამიწაზე ჰიდროლოგიურ ციკლს.

ტიტანის ზღვები – კრაკენის ზღვა, ლიგეის ზღვა და პუნგის ზღვა – სიგანეში ასეულობით კილომეტრებს აღწევენ, სიღრმეში კი – ასეულობით მეტრს. სატურნზე ასევე არის მრავალი ტბა – მომრგვალებული კიდეებით და ციცაბო ნაპირებით.

ტიტანის შემდეგი მისია ახლოვდება – 2026 წელს გაუშვებენ ზონდს “Dragonfly “(ჭრიჭინა). ეს იქნება ოთხი ორვინტიანი როტორიანი საფრენი აპარატი. მისი მასა ტიტანზე 400 კილოგრამი იქნება. ორნახევარი წლის განმავლობაში მულტიკოპტერმა უნდა გაიფრინოს 175 კილომეტრი და შეისწავლოს ადგილმდებარეობის სხვადასხვა უბნები. “Dragonfly” ტიტანზე 2034 წელს უნდა დაეშვას და იქ უნდა შეისწავლოს თანამგზავრის რთული ქიმიური შემადგენლობა და სიცოცხლის პოტენციალი.

ტიტანის შესწავლაში შემდგომი ნაბიჯი უნდა გახდეს წყალქვეშა ნავი, რომელმაც კრაკენის ზღვის სიღრმეები უნდა შეისწავლოს. ამ იდეის პრეზენტაცია 2015 წელს მოხდა. ამ იდეის სტიმულირებისთვის დაფინანსების ორი ეტაპი უკვე გამოყოფილია. ეს იქნება ნახევრადავტონომიური კომპაქტური წყალქვეშა ნავი. ის აღჭურვილი იქნება თხევადი ნიმუშების ანალიზის აპარატით, ექოლოტით, მეტეოსადგურით და სხვა ინსტრუმენტებით. დამატებით ინსტრუმენტებს შეეძლებათ ზღვის ფსკერის ანალიზი და ოკეანის ფსკერის გამოსახულების მიღება. ეს NASA-ს ზალიან ამბიციური და ძვირადღირებული მისია იქნება. მისი ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მისიაში ჩართულები იქნებიან ფლაგმანი ხომალდები – “კასინი-ჰიუგენსი”, მარსმავალი “Curiosity” და მარსმავალი “Perseverance”-ი.

სატურნზეც და ტიტანზეც არსებობს წელიწადის დროები. თითოეული მათგანი დედამიწის 7 წელიწადს გრძელდება. ყველაზე უკეთესი იქნება კრაკენის ზღვის გამოკვლევა ტიტანის ზაფხულის პერიოდში. ამ დროს ტიტანზე ხილული სინათლეა. ამიტომ წყალქვეშა ნავის დაშვება ტიტანზე უკეთესი იქნება 2045 წელს.

სატურნისკენ მოგზაურობას დაახლოებით 7 წელი სჭირდება, ამიტომ მისიის გაშვება უმჯობესია 2030-იან წლებში (თუ არა და მოგვიწევს 3 ათეული წლის გასვლა, რომ ტიტანზე საჭირო სეზონს დაველოდოთ).

ტიტანი უკვე შეისწავლეს – 1970 წელს მასთან ახლოს ჩაიფრინა “პიონერ-11”-მა და “ვოიაჯერმა”, ხოლო 2004 წელს აპარატმა “კასინიმ” მის ზედაპირზე ზონდი “ჰიუგენსი” დაუშვა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*