მეხიკოში აღმოაჩინეს ქარის ღმერთის უძველესი ტაძარი

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, მშენებლობის დროს აღმოაჩინეს უძველესი ტაძრის ფრაგმენტები, რომელიც მიძღვნილი იყო ქარის ღვთაების ეკატლისადმი – იუწყება The Guardian-ი.

თეთრი ტაძარი აგებულია დაახლოებით 650 წლის წინ უძველეს აცტეკთა ქალაქ ტლატელოკოში. იგი შედგებოდა სამი ნაწილისგან და ერთი დიდი საცერემონიო დარბაზისგან.

მექსიკის ანთროპოლოგიის და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგებმა, ტაძრის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ფრინველის ძვლები, ობსიდიანი, კაქტუს აგავას ნაშთები, მაიმუნის კერამიკული ფიგურები, იხვის ნისკარტები და ჩვილი ბავშვის ნაშთები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*