მზეზე გიგანტური ისარი გამოჩნდა

ნასამ გამოაქვეყნა პროტუბერანცების უჩვეულო ფოტო. ისინი მზის ზედაპირზე უზარმაზარი ისრის ფორმით განლაგდნენ, რომელიც მარჯვნივ არის მიმართული.

პროტუბერანცები – შედარებით ცივი (მზის გვირგვინთან შედარებით) ნივთიერების მკვრივი კონსტრუქციაა. მზის ზედაპირზე მაგნიტური ველის მიერ შეკავებული პროტუბერანცები კარგად მოსჩანს მზის sdo-sun-images-3სრული დაბნელების დროს. სხვა დროს მათ აკვირდებიან განსაკუთრებული სპექტრალური მოწყობილობებით, ინტერფერენციული ფილტრებით, დაბნელების გარეშე კორონოგრაფებით, ქრომოსფერული ტელესკოპებით და სხვა ტექნიკით.

მზის დისკოს პროექციაზე პროტუბერანცები ჩანან ბნელი წაგრძელებული სტრუქტურების (ბიჭკოების) სახით. ნასას მიერ გამოქვეყნებული ფოტო 28 მაისს არის გადაღებული მზის დინამიკის ობსერვატორიაში.

NASA’s Solar Dynamics Observatory 2010 წლიდან მუშაობს. სპეციალისტები თვლიან, რომ თუ პროტუბერანცებისგან შექმნილ ისარს “გავასწორებთ”, ძაფის სიგრძე პრაქტიკულად მზის დიამეტრს გაუტოლდება, ე. ი. დაახლოებით 1,4 მილიარდი კილომეტრი იქნება.

National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*