მზე ოდესღაც სატურნივით, რგოლებით იყო გარშემორტყმული

ამან დედამიწას სუპერ ზომების მიღწევაში ხელი შეუშალა.

ახალი კვლევების თანახმად, სანამ დედამიწა და სხვა პლანეტები წარმოიშვნენ, მზეს, სატურნის მსგავსად, მტვრის გიგანტური რგოლები ერტყა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ რგოლებმა დედამიწას ხელი შეუშალა “სუპერ დედამიწა” გამხდარიყო – პლანეტის ტიპი, რომელიც 2-ჯერ დიდია დედამიწაზე და მასით მასზე 10-ჯერ მეტი. ასეთი პლანეტები ჩვენი გალაქტიკის მასის მასის მაგვარი ვარსკვლავების 30%-შია აღმოჩენილი.

ჰიუსტონის რაისის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსს, ანდრე ისიდოროს მიზანი გახდა გამოეკვლია, თუ, რატომ არ არის ასეთი სუპერპლანეტა მზის სისტემაში.

ამის გასარკვევად ისიდორომ და მისმა კოლეგებმა მზის სისტემის ფორმირების კომპიუტერული იმიტაცია შექმნეს. ჩვენი სისტემა მტვრის და გაზის ღრუბლებისგან შეიქმნა და მას მზის ნისლეულს უწოდებენ.

მოდელირებამ აჩვენა, რომ ახალშობილ მზეს გარშემო გაზის და მტვრის უბნები ეკვრა. ეს მაღალი წნევის უბნები მაშინ წარმოქმნა, როცა ნაწილაკები მზისკენ მოძრაობენ მზის ძლიერი გრავიტაციის შედეგად. გზად ისინი ხურდებოდნენ და დიდი რაოდენობით აორთქლებულ გაზს გამოყოფდნენ.

სავარაუდოდ, არსებობდა სამი სხვადასხვა უბანი – “სუბლიმაციის ხაზები”, სადაც მყარი ნაწილაკები გაზად ორთქლდებოდნენ. მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ხაზზე სილიკატი გადაიქცა გაზად, საშუალო ხაზზე ყინული იმდენად ხურდებოდა, რომ ისიც გაზად გარდაიქმნებოდა, ხოლო მესამე, ყველაზე დაშორებულ ხაზზე გაზად ნახშირბადის მონოქსიდი გარდაიქმნებოდა. მოდელირებამ აჩვენა, რომ მყარი ნაწილაკები (მტვერი) ეჯახებოდა ამ უბნებს და იქ გროვდებოდნენ.

წნევის ასეთი ნახტომები რომ არ ყოფილიყო, მაშინ მზე ჩაყლაპავდა ყველა ნაწილაკს და პლანეტების ზრდისთვის საჭირო არცერთ მარცვალს არ დატოვებდა.

დროთა განმავლობაში მზის გარშემო არსებული გაზი და მტვერი გაგრილდა და სუბლიმაციის ხაზები მზეს მიუახლოვდნენ. ამ პროცესის დროს მტვერი ასტეროიდების ზომის ნაწილებად შეჯგუფდა, რომლებიც შემდეგ ერთად მოგროვდა და პლანეტებმა ფორმირება დაიწყეს.

მოდელირების თანახმად, მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე რგოლმა მზის სისტემის შიდა ნაწილის პლანეტები წარმოიშვა – მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი. შუა რგოლმა წარმოშვა გარე მზის სისტემის პლანეტები, ხოლო ყველაზე განაპირა, მესამე რგოლმა კომეტების, ასტეროიდების და სხვა მცირე საშუალების წარმოშობას შეუწყო ხელი. ისინი ნეპტუნის ორბიტის გარეთ მდებარეობდნენ.

მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ თუ შუა რგოლის ფორმირების დრო შენელდებოდა, მაშინ მზის სისტემაში, შესაძლოა, “სუპერმიწები წარმოქნილიყვნენ.

ამგვარად, დრო, როდესაც წნევის ნახტომის შუა უბანი წარმოიშვა, შესაძლოა, მზის სისტემის საკვანძო ასპექტი აღმოჩნდეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*