მზე “ძაფებით” დაიფარა: ვიდეო NASA–სგან

NASA–ს მზის დინამიკის ობსერვატორიამ დააფიქსირა მზეზე ბნელი ნივთიერებების ამოფრქვევა, რომელმაც ძაფისმაგვარი ფორმა მიიღო.

პირველი ამოფრქვევა 15 ნოემბერს მოხდა, მეორე შემდეგ დღეს – იტყობინება NASA.

მზის მატერია ფორმირდება და ვარსკვლავის ზედაპირზე ნარჩუნდება მაგნიტური ველის ძალებით. როდესაც მაგნიტური ველი იცვლის თავის კონფიგურაციას, იგი იწვევს მზეზე აფეთქებებს: კოსმოსურ სივრცეში მზის პლაზმას აფრქვევს. ამასთან, მატერიას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა სიდიდის ძაფისებური ფორმა. ძაფები მზეზე ბნელია შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო.

საერთო ჯამში, მოვლენა გრძელდებოდა 4 საათის განმავლობაში. ახალი ვიდეო გადაღებულია 304 ანგსტრემის სიდიდის ტალღით სპექტრის განაპირა ულტრაიისფერი უბნის გადაღებისას.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*