მზვერავი დაბრუნდა – ტელესკოპმა არესიბომ მუშაობა განაახლა

მსოფლიოში ერთ–ერთმა უძლიერესმა რადიოტელესკოპმა პოტენციურად სახიფათო ასტეროიდების ძებნა განაახლა მას შემდეგ, რაც პუერტო–რიკოს ქარიშხალი “მარია” დაატყდა თავს. სწორედ პუერტო–რიკოშია ობსერვატორია არესიბო.

305 მეტრიანმა ობსერვატორია არესიბომ მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო, როცა 20 სექტემბერს პუერტო–რიკოს ქარიშხალი “მარია” დაატყდა თავს. თუმცა გიგანტური ანტენის კვებისთვის საჭირო კომერციული ელექტროქსელი მხოლოდ ახლახანს აღადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპმა მუშაობა ქარიშხლიდან რამდენიმე დღეში განაახლა, დეკემბრამდე შეუძლებელი გახდა პლანეტარული რადარის (Arecibo Observatory Planetary Radar) მუშაობის აღდგენა. სწორედ ეს რადარი ეძებს პოტენციურად საშიშ ასტეროიდებს.

მუშაობის აღდგენის შემდეგ უპირველესი ამოცანა დედამიწასთან ახლოსმდებარე ასტეროიდ (32000) ფაეტონის რადიოლოკატორი კვლევის ცატარება გახდა. მაღალი გადაწყვეტის ფოტოებმა (პიკსელზე 75 მეტრი) აჩვენეს, რომ მოცემული კოსმოსური ობიექტი სფეროიდული ფორმისაა ერთ–ერთ პოლუსზე ბნელი ლაქით. ასტეროიდის დიამეტრი 6 კილომეტრის. მას დედამიწასთან უახლოესი პოტენციურად საშიში ობიექტის კლასიფიკაცია მიენიჭა. ამ მომენტისთვის ის “უსაფრთხო” ორბიტაზეა და უახლოეს მომავალში ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

NASA-ს პლანეტარული თავდაცვის კოორდინაციის განყოფილება რადიოლოკატორს ასეთი ასტეროიდების ფორმების, ზომების, ზედაპირის თავისებურებით და სხვა მახასიათებლების რეგულარული შეფასებისთვის იყენებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*