მზის სისტემაში 139 ახალი მცირე კოსმოსური სახელია აღმოჩენილი

მათი შესწავლა სისტემაში მე-9 პლანეტის აღმოჩენას შეუწყობს ხელს.

პროექტ The Dark Energy Survey-ის საშუალებით, ასტონომებმა ნეპტუნის ორბიტის მიღმა მცირე კოსმოსური სხეულები აღმოაჩინეს. ამ პროექტის მიზანი ბნელი ენერგიის და სამყაროს გაფართოების დინამიკის შესწავლაა.

ჩილეს ობსერვატორიის (CTIO) 4-მეტრიანი ტელესკოპი  Victor M. Blanco 2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის იანვრამდე სამხრეთ ცაზე 5 ათას კვადრატული გრადუსის უბანს აკვირდებოდა. 440 მეგაპიქსელიანი კამერა DEC შექმნილია ბნელი ენერგიის შესასწავლად, მაგრამ ძალიან დიდი მგრძნობელობის წყალობით, ის ძალიან მოსახერხებელი ინსტრუმენტია ტრანსნეპტუნური ობიექტების მოსაძებნად.

მეცნიერები მზის სისტემაში ნეპტუნის ორბიტის გარეთ მე-9 პლანეტის არსებობას დადასტურებულად თვლიან. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ის ახალი გაზის გიგანტის ბირთვი შეიძლება იყოს, რომელიც მზის სისტემის ჩამოყალიბების დროს იუპიტერმა, თავისი საწყისი ორბიტიდან გაისროლა.

თუმცა, ამ დრომდე, ამ პლანეტის ლოკალიზაცია ჯერ ვერ მოხერხდა. ის დაახლოებით 200 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მდებარეობს. ეს მზის სისტემის საერთო სურათზე მისი დანახვის საშუალებას არ იძლევა და მას მეცნიერები ბრმად ეძებენ. ახალი მცირე კოსმოსური სხეულების აღმოჩენით და მათი ორბიტების გამოთვლით, ისინი ძებნის არეალს ამცირებენ.

მეცნიერებმა DEC-ის მუშაობის 4 წლის მონაცემები ხელმეორედ გააანალიზეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებისა და გალაქტიკების შეჯახებისთვის განკუთვნილი ალგორითმები და ინსტრუმენტები, ასევე გამოდგებიან უფრო ახლოს მდებარე ობიექტების საძიებლად. ეს ობიექტები ჩვენგან 30 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მდებარეობენ, ამიტომ მათი აღმოჩენა ადვილი არ არის.

მკვლევარების ჯგუფმა ფოტოებზე 7 მილიარდი წერტილის შესწავლა დაიწყეს. მათ გამორიცხეს ობიექტები, რომლებიც რამდენიმე ღამე ერთი და იგივე ადგილზე მდებარეობდნენ – ე.ი. ისინი არ ეკუთვნიან ტრანსნეპტუნურ სივრცეს. შემდეგ შეარჩიეს შეჯგუფებული ობიექტები და მათი მოძრაობის ტრაექტორია გაარკვიეს.

ამ კვლევამ 400 კანდიდატი გამოავლინა. ამ კატალოგის შემდეგმა კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 139 წარმოადგენს მცირე კოსმოსურ სხეულს და ისინი არ არიან ასტეროიდები და თანამგზავრები. მათი უმეტესობა უკვე აღმოჩენილია და მეცნიერებისთვის ცნობილია.

მეცნიერები შემდეგ კვლევებს გეგმავენ და The Dark Energy Survey-ის მუშაობის დროს მიღებული მთელი მონაცემების გაანალიზებას აპირებენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*