მზის სისტემა ვარსკვლავთშორისი კომეტის უკანასკნელი ნავსაყუდელი გახდება

2I/Borisov კომეტის ბირთვი ნაწილებად იშლება.

კრაკოვის იაგელონსკის და ვარშავის უნივერსიტეტების პოლონელმა ასტრონომებმა კომეტის ორი გამონათება დააფიქსირეს, რომელსაც თან ნივთიერების დიდი გამოფრქვევა ახლდა თან. ასეთი ქმედება ბირთვის ფრაგმენტაციის უტყუარი ნიშანია.

2I/Borisov-ის კომეტამ ყურადღება პირველად გასული წლის აგვისტოში მიიპყრო. კომეტის მოძრაობის ტრაექტორიიდან გამომდინარე მისი ვარსკვლავთშორისი ადგილმდებარეობა გაირკვა. 2019 წლის 8 დეკემბერს ის მაქსიმალურად მიუახლოვდა მზეს.

მზის სისტემაში კომეტის ორი ტიპია. მოკლეპერიოდიანი კომეტები კოიპერის სარტყელიდან მოდიან და ბრუნვის პერიოდი 200 წელი აქვთ. მათ უფრო დიდი შანსი აქვთ, მზესთან მიახლოებისას დაუზიანებლები დარჩნენ.

გრძელპერიოდიანი კომეტები ოორტის ნისლეულიდან მოდიან და დიდი ალბათობით ნაწილებად იშლებიან. 2I/Borisov-ის შემადგენლობის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს კომეტა გრძელპერიოდიანს ჰგავს. მზის სითბოს გავლენით მისი ნაწილებად დაშლა პროგნოზირებული იყო. ასეთი კომეტები სუსტი სტრუქტურული სიმტკიცის გამო 10-ჯერ უფრო ხშირად იშლებიან, ვიდრე მოკლეპერიოდიანი კომეტები.

კომეტის შესაძლო დაშლა მასზე დაკვირვების დასასრულს არ ნიშნავს: მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს კომეტის ქიმიური შემადგენლობის შესწავლის და მზის სისტემის კომეტებთან მისი შედარების შესანიშნავი შესაძლებლობაა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*