მზის ჩასვლა პლუტონზე და სხვა ახალი ფოტოები “ახალი ჰორიზონტებიდან”

პლანეტათაშორისმა სადგურმა “New Horizons”-მა (ახალი ჰორიზონტები) სექტემბერში განაახლა მონაცემების გამოგზავნა. ახალი ფოტოები ასახავენ პლუტონის “მიწის” ლანდშაფტს.

“ახალი ჰორიზონტების” მიერ გამოგზავნილი ფოტოებს NASA-ს სპეციალისტები ჯუჯა პლანეტის პეიზაჟებს, პირველ რიგში, არქტიკას ადარებენ. ფოტოები გადაღებულია 14 ივლისს 18 000 კილომეტრის მანძილიდან. ისინი ხარისხის და დეტალიზაციის დონით გამორჩეული ფოტოებია.

სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელი, კოლორადოს სამხრეთ–დასავლეთ კვლევის ცენტრის პროფესორი, ალან სტერნი ამბობს: “ფოტოების წყალობით ჩვენ თითქოს თვითონ ვართ პლუტონზე”. მისი აზრით ეს ინფორმაცია “ოქროს ფსკერია” მეცნიერებისთვის. მათი საშუალებით ვიგებთ უახლეს დეტალებს პლუტონის ატმოსფეროზე, მთებზე, მყინვარებზე და ზეგნებზე. მეცნიერებმა აღნიშნეს დედამიწის მსგავსი ჰიდროლოგიური ციკლი, გაყინული აზოტის და რბილი ყინულის მონაწილეობით. სტერნი აღნიშნავს: “პლუტონი საოცრად ჰგავს დედამიწას ამ მიმართულებით”.

სხვა საინტერესო და მოულოდნელ გამოსახულებებს შორის არის ჯუჯა პლანეტაზე მზის ჩასვლა. ფოტო გადაღებულია მაშინ, როდესაც სადგურმა ყველაზე ახლოს ჩაუარა პლუტონს და მზის სინათლით განათებული 1250 კილომეტრიანი მონაკვეთი დააფიქსირა. ფოტოზე ასევე ჩანს, განმუხტული ატმოსფეროს კვალიც.

2cde2a0a49dbcb750592f43125b7e85e

86a6de113b5dd7ccedde17a537f7893d

99cd9cb5d6b99c373c003cc284b2ecf1

5872c9e7d493bbe0a7bc3fee61a77e50

af451b484e879a35b15e8db1d526d304

8e2a07e55a0ec52e70c8ef3a6945acd5

National geographic–ის მიხეით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*