მთელი სამყარო ერთ ნახატზე

როგორ ხედავს სამყაროს ტელესკოპი “ჰაბლი”? დაახლოებით ისე, როგორც ეს ილუსტრაციაზე ჩანს, სადაც ჩანს ხილული სამყარო მისი ყველაზე უკიდურესი ნაწილებით, ცენტრში მზის სისტემით.

ეს რუკა არის, უფრო ვიზუალიზაცია, რომელიც თვალთახედვის არეს გვიჩვენებს. გარე საზღვრები ასახავს “ჰაბლის” ხედვის საზღვარს. მთელი ჩვენი მზის სისტემა, კოიპერის სარტყელი და ოორტას ღრუბელი ცენტრში მდებარეობს. შემდეგ მოდის ახლოს მდებარე ვარსკვლავები, ანდრომედას ნისლეული, ადგილობრივი გალაქტიკური ჯგუფი და ა. შ. რელიქტურ გამოსხივებამდე და დიდ აფეთქებამდე.

ამგვარად, წარმოუდგენლად უზარმაზარი სამყარო შედარებით გასაგები და გასააზრებელი ხდება. საჭიროა მხოლოდ, ობიექტებს შორის რამდენიმე მილიარდი სინათლის წელიწადის მოშორება.

5f2d4029dc8fadcc2660a82f6a40cccc

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*