მთვარეზე 100 ათასზე მეტი ახალი კრატერი აღმოაჩინეს

109 000-ზე მეტი ახალი კრატერი, მთვარის დაბალ და საშუალო განედურ რეგიონებში, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აღმოაჩინეს. მონაცემები ჩინეთის მთვარის ორბიტალური აპარატების მიერ არის მოპოვებული. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერების თქმით, დარტყმითი კრატერები “ნამარხების” მთვარის ექვივალენტებად შეიძლება ჩაითვალოს. ისინი “მზის სისტემის ისტორიას აფიქსირებენ”. ეს “ნამარხები” ზომით და ფორმით ერთმანეთისგან დიდად განსხვავებულები არიან, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ შესაძლოა ერთმანეთი გადაფარონ და დაიშალონ. ეს მათ დათარიღებას და იდენტიფიკაციას საკმაოდ შრომატევად საქმედ აქცევს.

კვლევის ავტორმა, იანმა და მისმა გუნდმა, ადრე იდენტიფიცირებული კრატერების მონაცემთა ღრმა ნეირონული ქსელი შეისწავლეს და ალგორითმს ახალი კრატერების მოძებნა ასწავლეს. შემდეგ ქსელი მთვარის ორბიტალური აპარატების “ჩანიე-1”-ის და “ჩანიე-2”-ის მიერ მოპოვებული მონაცემების მიმართ გამოიყენეს და შედეგად 109 956 ახალი კრატერი აღმოაჩინეს მთვარის ზედაპირზე.

კრატერების უდიდესი ნაწილი “მცირე” და “საშუალო” ზომის ობიექტების კლასიფიკაციას მიეკუთვნებიან, თუმცა დედამიწისების თვალსაზრისით, ისინი საკმაოდ დიდები არიან – მათი დიამეტრი 1-დან 100 კილომეტრამდეა. ასევე აღმოჩენილია უფრო დიდი ზომის, ეროზიით დასერილი უსწორმასწორო ფორმის კრატერები, რომელთა დიამეტრი 550 კილომეტრამდე აღწევს.

ალგორითმმა 19 000 კრატერის ასაკი განსაზღვრა მათი ზომების და სიღრმის მიხედვით. ასევე მოხდა მათი გეოლოგიურ პერიოდებთან დაკავშირება. შესწავლილი კრატერები მთვარის ყველა 5 პერიოდს მოიცავენ, ზოგიერთის ასაკი კი, დაახლოებით 4 მილიარდი წელია.

მეცნიერები მოდულ “ჩანიე-5”-ის მონაცემების საფუძველზე კრატერების აღმომჩენი ალგორითმის გაუმჯობესებას გეგმავენ. ცოტა ხნის წინ, მოდულმა დედამიწაზე მთვარის ნიმუშები ჩამოიტანა.

მკვლევარები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მზის სისტემის სხვა სხეულების შესასწავლადაც გეგმავენ, მათ შორის, ისეთი პლანეტის, როგორიც მარსია.

acaf33b652c24a55b42d5cc012838a26.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*