მთვარისკენ და უკან: ავსტრიელმა NASA-ს საარქივო ფოტოები ფილმად აქცია

ავსტრიელმა გრაფიკულმა დიზაინერმა ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე გაფრენაზე მოკლე ფილმი შექმნა. ფილმს საფუძვლად დაედო კოსმოსური პროგრამა “აპოლოს” არქივის ათასობით ფოტოსურათი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი 39 წლის კრისტიან სტანგლია. ის ავსტრიაში ცნობილი გრაფიკული დიზაინერია. მუშაობდა ნაციონალურ ტელევიზიაში, მუშაობდა კულტურული და სამეცნიერო დაწესებულებების დაკვეთილ ფოტო და ვიდეო ინსტალაციებზე. მუსიკა მისმა ძმამ ვოლფგანგმა დაწერა.

მისია “აპოლოს” NASA-ს არქივი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა. კრისტიანი ცალკეული ფოტოებიდან არჩევდა პანორამებს, რომლებსაც აცოცხლებდა ანიმაციის მეშვეობით. 7 წუთიან ფილმზე მუშაობას 18 თვე დასჭირდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*