მთვარის უხილავი მხარის ახალი ხედები

დასაჯდომმა აპარატმა “ჩანიე-4” და როვერ “იუიტუ-2” – მა დედამიწაზე ახალი ფოტოები გამოგზავნეს.

გასული წლის დასაწყისში ჩინური აპარატი”ჩანიე-4″ მთვარის უხილავ მხარეს დაჯდა. მალე ჩინეთის კოსმოსურმა სამმართველომ ახალი პანორამული ფოტოები გამოაქვეყნა.

ახლა ასტრონომებმა “ჩანიე-4”-ის და როვერ “იუიუტუ-2”-ის მიერ მიღებული ახალი მონაცემები გაავრცელეს. ამ დროისთვის აპარატები ფონ კარმანს შეისწავლიან – ეს მთვარის უხილავი მხარის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე უზარმაზარი ძველი კრატერია.

ფოტოები 12 მთვარის დღის მანძილზეა გადაღებული. (მთვარის დღე-ღამის ციკლი დედამიწის 29 დღის ტოლია).

გავრცელებული ფოტოები ასტროფოტოგრაფმა დუგ ელისონმა დაამუშავა.

“ჩანიე-4” თავისი მისიის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან დავალებას ასრულებს. დასაჯდომი, პანორამული და ლანდშაფტური კამერები გადაღებებს აწარმოებენ.

ინფრაწითელი სპექტრომეტრი, გეორადარი, დოზიმეტრი, ნეიტრონების დეტექტორი და სხვა მოწყობილობები სამეცნიერო ინფორმაციას აგროვებენ. სამუსაო ეფექტურად მიმდინარეობს და ორივე აპარატმა დაკისრებული მისიის ხანგრძლივობას გადააჭარბა.

51823aeda8a6445b8483cfee040088f0.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*