მილიონში ერთი – ალბინოსი ალიგატორი

ამერიკის თემატურ პარკში მრავალი სხვადასხვა რეპტილია ბინადრობს, მათ შორის არის ალიგატორების ძალიან იშვიათი წარმომადგენელი – ალბინოსი. ადამიანისთვის მისი ნახვა ველურ ბუნებაში ფაქტიურად შეუძლებელია.

dac0f8abea9f169f5c9831712657868bმდედრი ალიგატორი, რომელსაც მეტსახელად Pearl (მარგალიტი) ჰქვია, Gatorland Orlando პარკში 2009 წელს  3 წლის ასაკში მიიყვანეს. “მარგალიტს რძისფერი კანი და წითელი თვალები აქვს. ბუნებაში მისი გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა: იგი ძალიან მგრძნობიარეა მზის მიმართ და დაუცველი მრავალი სხვადასხვა დაავადებისგან.

სპეციალურად მისთვის პარკში შეიქმნა ხელსაყრელი პირობები, კერძოდ ის ცხოვრობს ბნელ პავილიონში. 10 წლის “მარგალიტი” იწონის 47 კილოგრამზე მეტს და სიგრძეში 3 მეტრია. პარკში ბინადარ ალიგატორებს შორის რამოდენიმესაც აღენიშნება თეთრი შეფერილობის კანი, თუმცა პარკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვადასხვა გენეტიკურ მუტაციასთან – ლეიკიზმთან.

Leave a comment

Your email address will not be published.


*