მიმდინარეობს უკანონო ნადირობა ჰვენჯის ეროვნულ პარკში

ოფიციალურმა პირებმა გააუქმეს მორატორიუმი, ზიმბაბვეს ჰვებჯის ეროვნულ პარკში ნადირობაზე, ამის შესახებ იუწყება NBC News–ი.

ნადირობის მრეწველობის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ, ზიმბაბვეს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მკაცრ რეგულაციებს დააწესებენ უკანონო ნადირობაზე. პარკის თანამშრომლებს თან უნდა ახლდნენ მონადირეები ნებისმიერ დროს. კვლის შემდეგ კი მონადირეებს უნდა წარუდგინონ დეტალური ანგარიში.

დიდი ნადირობა მაინც მიმდინარეობს, თუმცა აკრძალულია ჰვენჯის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც გასულ თვეს ამერიკელმა სტომატოლოგმა ვალტერ პალმერმა ესროლა და მოკლა ლომი სახელად სესილი.

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ გამოთქვა აღშფოთება და იმედგაცრუება, იმის გამო, რომ ზიმბაბველმა ხალხმა ვერ დაიცვა სესილი და ასევე ის ლომები, რომლებიც უკანონოდ იქნა მოკლული.

“ბუნება თქვენ გეკუთვნით და თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ და გაუფრთხილდეთ მას. თოფისა და ისრის სროლა არ შეიძლება, ეს ცოდვაა. მე შევწყვიტე ისრის სროლა ცხოველებისათვის, როდესაც შვიდი ან რვა წლის ვიყავი” – განაცხადა მუგაბემ.

discovery.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*