მინიატურული, საოცრად ფერადი ბაყაყები ნაპოვნია ბრაზილიაში

მკვლევარებმა ბრაზილიის წვიმიან ტყეშიაღმოაჩინეს შვიდი ახალი სახეობის მინიატურული ბაყაყი. ყველა მათგანი ფერადია და მიეკუთვნება Brachycephalus გვარს. ეს პატარა ამფიბია იშვიათად თუ აღემატება 1 სმ–ს და ითვლება, როგორც მსოფლიოში ყველაზე პატარა ხერხემლიანი არსება.

ბაყაყები ყურადღებას იქცევენ კანის განსაცვიფრებელი, მანათობელი ტონალობით, რომელიც მტაცებელს აფრთხობს. მკვლევართა აზრით, ეს კაშკაშა ფერები მიანიშნებს ბაყაყის კანში ძლიერი ნეიროტოქსინების არსებობაზე. ერთ–ერთი მათი წარმომადგენლის, უნაგირა გომბეშოს (B. Ephippium) კანი შეიცავს ისეთ საშიშ ნეიროტოქსინებს, როგორიცაა ტეტროდოტოქსინი. ამ შხამის ლეტალობა დაახლოებით 50%–ს შეადგენს და მისი საწინააღმდეგო ანტიდოტი არ არის ცნობილი. წამყვანი მკვლევარები თვლიან, რომ ზოგიერთ ახალ სახეობას შეიძლება ჰქონდეს დამატებითი თავდაცვა. შვიდ ახალ სახეობას ასევე აქვს მათი გვარის სხვა წარმომადგენლებისგან შესამჩნევად განსხვავებული ტექსტურა.

ბიოლოგები შეშფოთებულები არიან გადაშენების პირას მყოფი ამ იშვიათი სახეობის გამო: უაღრესად ენდემური ბაყაყები ნაპოვნია მხოლოდ ღრუბლიან ტყეებში, სამხრეთ ბრაზილიაში. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან კლიმატის ცვლილებების მიმართ და უჭირთ მიგრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ მათთვის არ არის ყველაზე ხელმისაწვდომი გარემო, მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ დასჭირდათ ხუთი წლის ძალისხმევა იმისთვის, რომ აღმოეჩინათ ეს ახალი სახეობა.

www.discovery.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*