მისია “ეკზომარსი”: წითელი პლანეტის პირველი ფოტოგრაფია

კოსმოსური აპარატის “ეკზომარსის” კამერამ წითელი პლანეტის პირველი ფოტო გადაიღო.

2016 წლის 14 მარტს გაშვებულ იქნა მისია “ეკზომარსი”. ერთი თვის შემდეგ დედამიწაზე პირველი ფოტო მოვიდა: ორბიტალური მოდულის Trace Gas Orbiter–ის კამერის CaSSIS–ის საშუალებით მოხდა კოსმოსის შემთხვევით შერჩეული უბნის ფოტოგრაფირება. ფოტო გაკეთდა ტესტირების მიზნით. ამ დროისთვის აპარატმა გადალახა 83 მილიონი კილომეტრი წითელი პლანეტისკენ მიმავალ გზაზე.

ახალი გამოსახულება გაკეთდა მარსიდან 41 მილიონი კილომეტრის მანძილზე. ЕSA აღნიშნავს, რომ ამ ფოტოს შედარება სხვა ჩვეულ კოსმოსურ ფოტოებთან არ შეიძლება.

მისია “ეკზომარსი–2016” საბოლოო პუნქტს 2016 წლის ოქტომბერში მიაღწევს. მისი ამოცანაა ატმოსფეროში გაზების მცირე მინარევების და მარსის გრუნტში წყლის ყინულის განაწილების შესწავლა.

მისიის მეორე ეტაპი ითვალისწინებს მარსზე დასაჯდომი პლატფორმის და როვერსი გაგზავნა. ეს 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

არსებობს ვარაუდი, რომ მარსის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრის სიღრმეში შემორჩენილია ორგანული სიცოცხლის ნაშთები. ამის შესასწავლად სპეციალისტები აპარატურას ბურღვისთვის და წითელი პლანეტის გრუნტის ანალიზისთვის დააპროგრამებენ.

983a7a6048564f911c6719cb3aac60e9

Leave a comment

Your email address will not be published.


*