მიღებულია ისტორიაში მზის ყველაზე დეტალური ფოტოები

კერძოდ, მათზე ჩანს მზის გრანულები, რომელთაგან თითოეული ცალკე ქვეყნის ზომის არის.

დანიელ კ. ინოუიეს სახელობის ნაციონალური, სამეცნიერო ფონდის (DKIST) 4 მეტრიანი მზის ტელესკოპი, ჯერ ისევ შენდება კუნძულ მაუიზე. მაგრამ ის უკვე მუშაობს და ისტორიაზე ყველაზე დეტალური ფოტოების გადაღებაც შეძლო. მათზე შესაძლებელია 30 კილომეტრის ობიექტების დანახვა.

მეცნიერებმა მზის სისტემის ყველაზე დიდი ობიექტის უმცირესი დეტალების დანახვა შესძლეს. ფოტოები 36 500 კილომეტრის განივკვეთის მზის პეიზაჟებს მოიცავენ. ეს დედამიწის დიამეტრზე 3-ჯერ მეტია.

b620e4eebaf24ecaa5d896a7108c5cdb.width-630

ვიდეოზე სჩანს მოძრავი უბნები, რომლებსაც გრანულები ეწოდებათ. ისინი ტელესკოპის ფოტოებიდან არის მიღებული. გრანულები მზის პლაზმის კონვექციური უჯრედების მწვერვალებია. გავარვარებული პლაზმა ადის გრანულის შუაგულამდე, შემდეგ კი, გაგრილების მიხედვით, ნაპირებისკენ მოძრაობს. თითოეული გრანულა ზომით ცალკეულ ქვეყანას უთანასწორდება – მაგ. თურქეთს.

უახლოეს თვეებში ახალი ინსტრუმენტები კიდევ უფრო გააძლიერებენ ტელესკოპის ისედაც უზარმაზარ სიმძლავრეს. ახლო ინფრაწითელი დიაპაზონის კრიოგენული სპექტროპოლარიმეტრი (CryoNIRSP) განკუთვნილი. მზის დისკოს ხილული საზღვრების მიღმა.

შეზღუდული დიფრაქციის სპექტროპოლარიმეტრი (DL-NIRSP) შეისწავლის მაგნიტურ ველებს და მათ პოლარიზაციას მაღალი სპექტრალური და სივრცითი გადაწყვეტით.

მკვლევარები ამბობენ, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში DKIST-ი იმაზე მეტ ინფორმაციას მოაგროვებს მზის შესახებ, ვიდრე ეს გაკეთებულა მათ შემდეგ, რაც 1612 წელს გალილეო გალილეიმ პირველად მიმართა ტელესკოპი მზისკენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*