მიჩიგანის მეტეორიტი არამიწიერი წარმოშობის ორგანული ნაერთებით სავსე აღმოჩნდა

ის ჩამოვარდნიდან მალევე აღმოაჩინეს, რაც კოსმოსური სხეულის მიწიერი ნაერთებით “დაბინძურებას” გამორიცხავს.

უჩვეულო მეტეორიტმა ცეცხლის ბურთივით გაიქროლა ცაზე 2018 წლის 16 იანვარს და მიჩიგანის შტატის გაყინულ ტბაზე დაეშვა. მეცნიერებს კოსმოსური ქვის დათვალიერების და შესწავლის საშუალება მიეცათ.

მეტეორიტი სავსე იყო ორგანული ნაერთებით – ნახშირბადის შემცველი მოლეკულებით, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელ სამშენებლო ბლოკებს ქმნიან. მათ აშკარა არამიწიერი წარმოშობა აქვთ. ამ შემთხვევაში მეცნიერები ჩიკაგოდან ისე სწრაფად მივიდნენ მეტეორიტამდე, რომ დედამიწისეული “დაბინძურება” მაშინვე გამოირიცხა.

“ჩვეულებრივ, მეტეორიტები სიცოცხლეს “აფრქვევენ”, მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დიდი ხნის ჩამოვარდნილები არიან დედამიწაზე და მიწიერი მიკრობები მათზე კოლონიზირებას ახდენენ” – აღნიშნა კვლევის წამყვანმა მეცნიერმა ფილიპ ჰეკმა.

ეს მეტეორიტი განსაკუთრებულია – ის გაყინულ ტბაში ჩავარდა და სწრაფად იპოვეს. ის ხელუხლებელი იყო. მასზე არამიწიერი წარმოშობის ორგანული ნაერთები აღმოაჩინეს.

ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ სწორედ ასეთი ორგანული ნაერთებისგან გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე. ისინი უძველეს დროში მეტეორიტების დაცემის სერიის შემდეგ აღმოჩნდნენ ჩვენს პლანეტაზე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*