მიჩიგანის ტბა დაიფარა ყინულის ბასრწვეტიანი საფარველით

ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ტბებიდან ერთ–ერთი, მიჩიგანის ტბა ზამთარში ზღაპრული პეიზაჟების ადგილად იქცევა. ახლახანს კი ტემპერატურული ცვალებადობის და ქარის შედეგად უამრავ ნამსხვრევად ქცეულმა ყინულმა უცნაური და საშიში ფორმა მიიღო.

ასეთი ეკლიანი საფარველი ტბაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტალღები ყინულის ლოდებს შეეჯახნენ და თვითონაც ერთგვარ ყინულოვან ბორცვებად იქცნენ.

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ყინულმა გათხელება და მსხვრევა დაიწყო. გარშემო უამრავი ბასრი წვეტიანი ნამსხვრევი მიმოიფანტა. მათი მასივი ძალიან არასტაბილურია. ამიტომ სანაპირო დაცვა მრავალრიცხოვან ფოტოგრაფებს აფრთხილებს, რომ ტბის ზედაპირზე სიარულისგან თავი შეიკავონ და უცნაური ბუნებრივი მოვლენით ნაპირიდან დატკბნენ.

ამ ზამთარს ყინულით ტბის ზედაპირის 50% დაიფარა, ხოლო მთელი სეზონის საშუალო ტემპერატურამ -5 °C–ი შეადგინა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*