მიწის ქვეშ ნაპოვნია გიგანტური ოკეანე

კომატიტების შესწავლისას, რომლებიც ნაპოვნია კანადის ტერიტორიაზე, რუსი, ფრანგი და გერმანელი გეოქიმიკოსები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უძველეს დროში დედამიწის ზედაპირის ქვეშ არსებობდა გიგანტური ოკეანე.

კომატიტები – საერთო დასახელებაა ულტრაძირითადი და ძირითადი ქანების კომპლექსის, რომლებიც დალექილია დოკემბრიულ მწვანე ქვიან სარტყელების ჭრილების ფუძეში. ეს დასახელება წარმოიშვა მდინარე კომატოსგან, რომელიც მოედინება სამხრეთ აფრიკაში და, სადაც ნაპოვნი იქნა პირველი ნიმუშები.

სამეცნიერო გუნდი, რომელიც შედგებოდა რუსი მეცნიერებისგან – ალექსანდრე სობოლოვის, ევგენი ასაფოვის, ვალენტინ ბატანოვის, მაქსიმ პორტნიაგინის, სტეფან კრაშენიკოვისგან, ვლადიმერ ვერნაცკის სახელობის გეოქიმიის და ანალიტიკური ქიმიის ინსტიტუტებიდან, სწავლობდნენ მინერალებს, რომლებიც ნაპოვნი იქნა კანადის ტერიტორიაზე. მათთან ერთად ასევე მუშაობდნენ ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერები.

აბიტიბის ( ჩრდილოეთ ამერიკული პლატფორმის კანადის ფარი) მწვანექვიანი სარტყელის კომატიტის ნიმუშების ანალიზმა საშუალება მისცა დედამიწის ზედაპირის ქვეშ წყლის მარაგების შეფასებას. კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Nature-ში.

სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ 410–660 კილომეტრის სიღრმეში არსებული ოკეანე ჩამოყალიბდა მაღალი წნევის ტემპერატურის. 1600 ºC–ის პირობებში. მიწისქვეშა წყალსაცავის წარმოშობა მიეკუთვნება არქეის პერიოდს – დედამიწის ისტორიის ოთხი ზონიდან ერთ–ერთს, რომელიც მოიცავს 4 და 2,5 მილიარდი წლის დროის მონაკვეთს.

74b85ff9a5240a8175c0087613269484

არქეის პერიოდის კომატიტები

 

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*