მკვლელი ბაღლინჯოები: ობობებზე მონადირე პროფესიონალები

მკვლელი ბაღლინჯოები (Reduviidae) მწერების სამყაროში ფარული მკვლელობების ოსტატები არიან. ისინი მარტო დაუცველ მუხლუხოებზე კი არ ნადირობენ, არამედ ობობებზე მათ საკუთარ აბლაბუდაში. ახლახანს მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ რჩებიან ისინი შეუმჩნევლები ნადირობის დროს. 

მკვლელი ბაღლინჯოები (Reduviidae) – ეს ბაღლინჯოების დიდი ოჯახია, რომლებიც მთელ დედამიწაზე ბინადრობენ. ხასიათი და ცხოვრების სტილი მათ სახელს შეესაბამება – ისინი უსაფრდებიან მსხვერპლს, რომელიც არაფერს არ ეჭვობს, კლავენ და სხეულის მთელ სითხეს წოვენ. ისინი მსხვერპლის რბილ სხეულს ბასრი ნისკარტით ჩხვლეტენ. მაგრამ, როცა მსხვერპლი ობობაა მტაცებელი მოულოდნელ პრობლემას აწყდება: როგორ მიუახლოვდეს რვაფეხა კონკურენტს? ობობების უმეტესობა თავის აბლაბუდას მხოლოდ მსხვერპლის დასაჭერად კი არ იყენებს, არამედ სენსორული აპარატის გასაძლიერებლად. მათ ვიბრაციაზე არაჩვეულებრივი მგრძნობელობა აქვთ. საკმარისია ვინმე შეეხოს ძაფს, რომ ობობა მაშინვე გრძნობს. მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ ახერხებს ბაღლინჯო ფარულად მიახლოებას ობობასთან.

გრძელფეხება მწერი აბლაბუდის ძაფებს თათების წვერებით ნელა იღებს და ფრთხილად წელავს, სანამ არ გაწყდება. შემდეგ, გაწყვეტილ ბოლოებს ერთმანეთზე გადაკიდებს, რითაც ნებისმიერ ვიბრაციას მინიმუმამდე ამცირებს. ამის შემდეგ მიიწევს მსხვერპლისკენ ისე, რომ “უხილავი” რჩება.

იმ ვიბრაციის ხარისხის გასარკვევად, რომელსაც ბაღლინჯო იწვევს აბლაბუდაზე, მეცნიერებმა ვიბრომეტრული ლაზერი გამოიყენეს. გაზომვებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ტექნიკითაც კი ვიბრაციის დაფიქსირება პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*