მოგზაურობა მარსის ზედაპირზე: ESA–ს ახალი ვიდეო

ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა მარსის ზედაპირის ფოტოების საფუძველზე შექმნეს საინტერესო ვიდეო. იგი ტურისტული მოგზაურობის იმიტაციას ახდენს. 4 მილიარდი წლის წინ დამშრალი წყლის ნაკადის Mawrth Vallis–ის კალაპოტში.

ამ ველის საშუალებით მარსი ჯერ ასე ახლოს არასდროს ყოფილა. იგი Mawrth Vallis–ს წარმოგვიდგენს – უბანს, რომელიც ოდესღაც ასობით კილომეტრზე წყლით იყო დაფარული. Mawrth Vallis (Mawrth – მარსის უელსური სახელია) – 600 კილომეტრის სიგრძის ხეობაა, რომლის სიღრმე 2 კილომეტრია. იგი წითელი პლანეტის სამხრეთის მთებს გამოყოფს ჩრდილოეთის დაბლობებისგან. ახალი ვიდეო ამ ოდესღაც წყალუხვი ნაკადის კალაპოტში მოგზაურობის იმიტაციას ახდენს.

მოგზაურობა იწყება 4 მილიარდი წლის ასაკის არხის სათავეში და გრძელდება ზეგანისკენ, რომლის სახელწოდებაა Arabia Terra.

Leave a comment

Your email address will not be published.


*