მომაკვდავი ვარსკვლავი პლაზმის ბურთებს ისვრის

კოსმოსურმა ტელესკოპმა “ჰაბლმა” აღბეჭდა ჰიდრას თანავარსკვლავედის ორმაგი ვარსკვლავის უჩვეულო აქტივობა: ყოველ 8,5 წელიწადში ის კოსმოსში “ტყორცნის” პლაზმის გიგანტურ ბურთებს.

ვარსკვლავი V ჰიდრა დედამიწიდან 1200 სინათლის წლით არის დაშორებული. ის წითელი გიგანტია: ეს არის ვარსკვლავის სიცოცხლის ერთ–ერთი ბოლო ეტაპი. მზის მსგავსი ვარსკვლავები ევოლუციის გვიან სტადიებში საგრძნობლად “იბერებიან”.

ასტროფიზიკოსებმა იცოდნენ, რომ V ჰიდრა ბოლო 400 წლის განმავლობაში 8,5 წელიწადში ერთხელ კოსმოსში პლაზმის უზარმაზარ ბურთებს ისროდა. მაგრამ ამისი დანახვა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი “ჰაბლის” მეშვეობით.

კვლევის შედეგების მიხედვით, მარსზე ორჯერ დიდი ზომის ბურთები გამოიტყორცნებიან 200–250 კმ. წამში სიჩქარით. ისინი დედამიწიდან მთვარემდე რომ გადაადგილდებოდნენ, ამ მანძილის ნახევარს საათში გადალახავდნენ.

ეს მოვლენა წითელი გიგანტების სიცოცხლის ბოლო სტადიის შესახებ ცოდნაში არ “ეწერება”. V ჰიდრამ უკვე დაკარგა თავისი მასის ნახევარი და ნელ–ნელა წვავს წყალბადს. ასეთი თერმობირთვული რეაქცია ძალიან სუსტია იმისთვის, რომ გამოტყორცნოს ასეთი მასიური პლაზმის ბურთები. ამან მეცნიერები იმ აზრისკენ უბიძგა, რომ მომაკვდავი ვარსკვლავის ახლოს მდებარეობს ერთგვარი “გამშვები მექანიზმი”.

სავარაუდოდ, პლაზმის გამოტყორცნა ტელესკოპებისთვის უხილავი მეზობელი ვარსკვლავის გავლენით ხდება, რომელიც V ჰიდრას გარშემო ბრუნვას 8,5 წელი ანდომებს. წიტელი გიგანტის გაიშვიათებაც ატმოსფეროს ზედა ფენებში გავლისას, იგი მატერიას იზიდავს. ზოგიერთი შესქელებული მასები იცვლიან ტრაექტორიას და ღია კოსმოსში მიემართებიან. გაციების შემდეგ ისინი სხვადასხვა ფორმებს ღებულობენ.

ასეთი დაკვირვება კიდევ ერთი ასტრონომიულ საკითხს ხსნის: პლანეტარული ნისლეულები რატომ არიან ასეთი განსხვავებულები და რატომ შეიცავენ უამრავ ხვეულებს, ფოთლოვან და სფეროსებრ სტრუქტურებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*