მონებით ვაჭრობამ მექსიკაში ახალი დაავადებები გაავრცელა: რას გვიამბობენ თავის ქალები

მექსიკის დაპყრობის დროს ესპანელების მიერ აფრიკიდან ჩამოყვანილი მონები, შესაძლოა საშიში დაავადებები – B ჰეპატიტის და ფრამბეზიის გავრცელების მიზეზები იყვნენ.

ესპანელი კონკისტადორების მიერ მექსიკის დაპყრობის დროს აფრიკელი მონების იძულებით ჩამოყვანის შესახებ, საარქივო წყაროებიდან, ძალიან მწირი მონაცემები არსებობს. ძალიან ცოტა რამ ვიცით მონების წარმომავლობის და ცხოვრების შესახებ.

იენის მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა, არქეოგენეტიკის როდრიგო ბარკერის ხელმძღვანელობით, XVI საუკუნის სამი აფრიკელის ისტორიის შესწავლისთვის ბიოარქეოლოგიური მიდგომა გამოიყენეს. მონების ნეშტები მეხიკოში, სან-ხოსე-დე-ნატურალესის საავადმყოფოსთან ახლოს სამარხში აღმოაჩინეს.

ბიოარქეოლოგია ადამიანი თავის ქალის კბილების ნამარხებს შეისწავლის. თავის კვლევებში მეცნიერებმა ამ ადამიანების გენომის ანალიზი, ოსტეოლოგიკური ანალიზი, ეთნოისტორიული ინფორმაცია და კბილის მინანქრიდან ამოღებული სტრონციუმის იზოტოპით მიღებული მონაცემები გააერთიანეს. სამი ადამიანის დნმ-ი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი დასავლეთ ან სამხრეთ აფრიკიდან იყვნენ. სამივე მამაკაცი იყო. ჩალეწილი წინა ზედა კბილებით – ეს ძალიან გავრცელებული იყო მონებს შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში.

კბილების რადიონახშირბადული ანალიზის მიხედვით გაარკვიეს, რომ მამაკაცები ცხოვრობდნენ 1436-1626 წლებს შორის. ეს ამერიკაში აფრიკელების ყველაზე ძველი გენეტიკურად იდენტიფიცირებული ნიმუშებია. სავარაუდოდ, ისინი მექსიკაში ტრანსატლანტიკური მონებით ვაჭრობის პროცესში მოხვდნენ, რომელიც კოლონიაური ევროპული სახელმწიფოების მიერ იყო ორგანიზებული.

დნმ-ის საშუალებით მეცნიერებს მხოლოდ მონების წარმოშობა არ დაუდგენიათ – მათ აღმოაჩინეს, რომ ისინი ისეთი დაავადებების მატარებლები იყვნენ, რომლებიც მექსიკაში მონების ჩამოყვანამდე არ იყო გავრცელებული.

ერთ-ერთი მამაკაცის დნმ-ში B ჰეპატიტის შტამი აღმოჩნდა. ეს არის ვირუსი, რომელიც ჩვეულებრივ დასავლეთაფრიკელებშია გავრცელებული. როგორც ჩანს, აფრიკელმა მონებმა მექსიკაში ვირუსის ახალი გენეტიკური ვარიანტი ჩაიტანეს. მეორეს კბილებში შემოინახა ბაქტერიული ინფექციის, ფრამბეზიის დნმ-ი. ეს დაავადებაც დასავლეთ აფრიკაშია გავრცელებული. ფრამბეზიას ტროპიკულ სიფილისსაც უწოდებენ, თუმცა ის სქესობრივი გზით არ გადადის: დაინფიცირება შესაძლებელია დაავადებულის კანთან უშუალო კონტაქტით. ეს არის კანის, ძვლების და სახსრების ინფექცია, რომელსაც იგივე მიკროორგანიზმები იწვევენ, რომლებიც სიფილისით დაავადების გამომწვევებიც არიან. ეს ბაქტერია აღმოჩენილია მეხიკოში ევროპელის ნეშტშიც. სწორედ ამ დასავლეთაფრიკულმა შტამმა მიიყვანა მეცნიერები იმ დასკვნამდე, რომ ეს დაავადება სწორედ მონების ჩამოყვანის შემდეგ გავრცელდა მექსიკაში.

ბარკერის გუნდის შეფასებით, მასობრივ სამარხში დაკრძალული მონები, დაახლოებით 20 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. მამაკაცების ძვლებზე არის მძიმე ფიზიკური შრომის ტრანმვების, პარაზიტული ინფექციების და საკვების უკმარისობის კვალი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*