მონღოლეთი

flagge-mongolei

მონღოლეთის სახელმწიფო დროშა

მონღოლეთი მდებარეობს აღმოსავლეთ–ცენტრალურ აზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთი არ ესაზღვრება ყაზახეთს, მისი უკიდურესი დასავლეთი რამდენიმე მილით არის დაშორებული აღმოსავლეთ ყაზახეთს.  ულან-ბატორში, ქვეყნის დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის 38% ცხოვრობს. მონღოლეთის იმპერია 1206 წელს ჩინგიზ-ყაენმა დააარსა. XVI-XVII საუკუნეებში მონღოლები მოექცნენბუდიზმის გავლენის ქვეშ. XVII საუკუნის ბოლოს თითქმის მთელ მონღოლეთის ტერიტორიას მართავდნენ ცინის დინასტიის წარმომადგენლები. 1911 წელს კი მონღოლეთში დაემხო ამ დინასტიის მმართველობა და გამოცხადდა დამოუკიდებლობა, თუმცა 1921 წლის შემდგომ იგი მხოლოდ დეფაქტო სახელმწიფოდ მოიხსენიებოდა, მანადე მის დამოუკიდებლობას ასეთ ფორმაშიც კი არავინ ცნობდა, საერთაშორისო აღიარება 1945 წელს მოიპოვა.  მონღოლეთი მოექცა ძლიერ საბჭოთა და რუსული გავლენის ქვეშ. 1990 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის რეჟიმი აშკარად კრახს განიცდის აღმოსავლეთ ევროპაში, მონღოლეთში ადგილი აქვს დემოკრატიულ გადატრიალებას. ამას მოჰყვა მრავალპარტიული სისტემა, 1992 წლის ახალი კონსტიტუცია და რთულად, მაგრამ მაინც გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე. 1 564 116 კვ. კილომეტრით მონღოლეთი მსოფლიოში მეთვრამეტე ქვეყანაა სიდიდით. ქვეყანას გააჩნია მცირე სახნავი მიწა, რადგან მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია სტეპით. მოსახლეობის 30% მომთაბარეა. დომინანტი რელიგიააბუდიზმი, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური მონღოლები შეადგენენ, მათ გარდა არიან ასევე ყაზახები და ტუვანელები. სხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები მეტწილად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სახლობენ.

State_emblem_of_Mongolia.svg

მონღოლეთის სახელმწიფო გერბი

მონღოლეთის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითში (დაახლ. 200-100 ათ. წლის წინ) უცხოვრია. ზედა პალეოლითში (40-12 ათ. წლის წინ) ჩამოყალიბდა მატრიარქალურ – გვაროვნული წყობილება. მნიშვნელოვანი წინარეისტორიული სანახაობებია პალეოლითის ხანის ჩრდილოეთის ლურჯი გამოქვაბულის (Khoid Tsenkheriin Agui) ნახატები ხოვდის პროვინციაში და ასევე თეთრი გამოქვაბულის (Tsagaan Agui) ნახატები ბაიანხონგორის პროვინციაში.[5] დორნოდის პროვინციაში ნაპოვნია ნეოლითის ხანის, მეურნეობაში ჩართული დასახლება. დასავლეთ მონღოლეთში თანამედროვე აღმოჩენები მოიცავს მხოლოდ მონადირეებისა და მეთევზეების დროებით საცხოვრისებს.

სპილენძის ხანის მოსახლეობა მოიხსენიება, როგორც პალეომონღოლიდურად.

ძვ. წ. II ათასწლეულში, ბრინჯაოს ხანის დროს, დასავლეთ მონღოლეთში გავრცელდა კარასუკის კულტურა. ამ დროიდან ჩნდება მონღოლეთში ირმის ქვები და ძალიან გავრცელებული ყორღანები. სხვა თეორიების თანახმად ირმის ქვები ძვ. წ. VII-VIII საუკუნეებს მიეკუთვნებიან.

წინარეისტორიული ხანის შემდგომ მონღოლეთში მომთაბარე ტომები სახლდებიან, რომლებიც დროდადრო ქმნიან დიდ კავშირებს, ვითარდებიან და დიდ მნიშვეოლბასაც იძენენ. პირველი მათგანი იყო ხიონგუ. ამ ტომმა ძვ. წ. 209 წელს შექმნა გაერთიანებამოდუ შანუი. ისინი იქცნენ დიდ წინაღობად ცინის დინასტიისათვის და იყვნენ ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი ვისაც აიძულეს მონაწილეობის მიღება ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში. ხიონგუს ტომის მმართველობა შეცვალა გიოქტიურკისმმართველობამ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა მონღოლეთში.VII-VIII საუკუნეებში ისინი დაამარცხეს უიღურებმა და შემდოგ კიტებმა და ჯურჩებმა. X საუკუნისათვის, ქვეყანა დაყოფილი იყო სხვადასხვა ტომებად.

XII საუკუნის მიწურულისათვის თემუჩინმა, რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჯურიიდან ალთაის მთებამდე. 1206 წელს მან მიიღო ჩინგის ხანისტიტული. ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით.დაიპყრო აზიის დიდი ნაწილი და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი მომიჯნავე იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკივიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით დღევანდელ პოლონეთამდე, აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით ვიეტნამამდე. იმპერიის ფართობი იყო 33,000,000 კმ2 (მსოფლიო მიწის 22 %), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.

ჩინგის ხანის სიკვდილmongolia-headerის შემდგომ იმპერია დაიყო ოთხ სახანოდ. ერთ-ერთი მათგანი – დიდი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და ჩინეთს. მას მართავდა ჩინგის ხანის შვილიშვილი ყუბულაი(იუანის დინასტია). დიდი სახანოს დედაქალაქი იყო დღევანდელი პეკინი, მაგრამ ორი საუკუნის შემდგომ, 1368 წელს მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. ჩინეთის არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური ქალაქი, მათ შორის მონღოლეთის დედაქალაქი ყარაყორუმი. წაიშალა იმ კულტურული პროგრესის ნაკვალევი, რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს. 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. XIV საუკუნის II ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო ირანში, ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.

იმპერიის დაცემის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები ძალაუფლებისათვის. დამოუკიდებელ ფეოდალურ სახანოებსა და სამთავროებს სჭირდებოდათ ბაზარი მესაქონლეობის პროდუქტისა და პირუტყვის გადასაცვლელად ბინადარი ხალხების ხელოსნურ და სხვა ნაწარმზე. ასეთი ბაზარი იმ დროს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ჩინეთი, მაგრამ იგი დიდად არ იყო დაინტერესებული ასეთი გაცვლით. დაიწყო მონღოლური ეკონომიკის კრიზისი. XV საუკუნეში ორგზის წარუმატებლად დამთავრდა ფეოდალური დაქუცმაცებულობის დაძლევისა და მონღოლური სახელმწიფოს აღდგენის ცდა. საუკუნის დასაწყისში გამარჯვება მოიპოვეს ოირატებმა. მათი მეთაური იყო ესენ ტაისი. ოირატებმა ერთ-ერთი შეტაკების დროს (1449 წელს) მძევლად აიყვანეს ჩინეთისიმპერატორი. 1454 წელს ესენ ტაისი მოკლულ იქნა და ხელისუფლება დაუბრუნდათ ჩინგის ხანის შთამომავლებს. XVI საუკუნის დასაწყისში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ალტან ხანმა. მან დააარსა ჰოჰოტი1557 წელს, 1578 წელს ის შეხვდა დალაი ლამას, რამაც ხელი შეუწყო მონღოლეთში ბუდიზმის გავრცელებას. მას შემდეგ, რაც ახალი ხანი აბთაი ხანი გახდა ბუდისტი (1585 წელს), მან ააშენა ბუდისტურიმონასტერი ერდენ-ზუუ 1586 წელს.

UBNorthwest

ულანბატორი, მონღოლეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი

XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე მონღოლეთი მანჯურიელ ფეოდალთა ექსპანსიის ობიექტი გახდა. 1634 წელს მათ გაანადგურეს სამხრეთ მონღოლეთში უდიდესი ჩახარის სახანო. 1636 წელს, სამხრეთ მონღოლეთის ნოინებმა აღიარეს მანჯურიელთა ბატონობა. იმ დროიდან სამხრეთ მონღოლეთს ეწოდა შიდა მონღოლეთი.

XVII საუკუნის 1630-იან წლებში დასავლეთ მონღოლეთში შეიქმნა ოირატთა ფეოდალური სახელმწიფო. 1640 წელს ჯუნღარიაში (დას. მონღოლეთი) მონღოლეთის საერთო ყრილობაზე ხანებმა და მთავრებმა სცადეს გაერთიანება, მაგრამ უშედეგოდ. 1691 ფეოდალებმა სცნეს მანჯურიელთა ბატონობა. ამის შემდეგ მხოლოდ ოირატთა დამოუკიდებელი ფეოდალური სახანო უწევდა წინააღმდეგობას ჩინელ-მანჯურიელთა შემოსევებს. 1755-1758 წლებში გაიშალა ფართო ანტიმანჯურიული განმათავისუფლებელი მოძრაობა ოირატთა მთავრის ამურსანასა და ხალხას ნოინის ჩინგუნჟაბის ხელმძღვანელობით, თუმცა მანჯურიელებმა აჯანყება ჩაახშეს. 1758 წელს მანჯურიელებმა გაანადგურეს ოირატთა სახელმწიფო და გაჟლიტეს მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ დროიდან მთლიანი მონღოლეთი ცინის დინასტიას, ჩინეთს დაემორჩილა. 1911 წლამდე მონღოლებს ჩინელები მართავდნენ.

1911 წელს გარე მონღოლეთში ანტიმანჯურიული გამოსვლების, ჩინეთის რევოლუციის და რუსეთის დახმარების შედეგად დაემხო მანჯურიელთა ბატონობა. ყველა მონღოლურმა ტომმა გამოხატა მზაობა მონღოლეთის დამოუკიდებლობისათის. ფეოდალებმა შექმნეს დამოუკიდებელი ფეოდალური, თეოკრატიული სახელმწიფო. რუსეთ-ჩინეთ-მონღოლეთის შეთანხმებით 1915 წელს მონღოლეთი ჩინეთის ავტონომიური ტერიტორია გახდა. 1919 წელს, რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩინეთის ჯარებმა დაიკავეს მონღოლეთის დედაქალაქი, მაგრამ მათი გამარჯვება დროებითი იყო. 1918-1921 წლებში იაპონიამაც თავის მხრივ სცადა გარე მონღოლეთის დამორჩილება თუმცა რუსმა მოგზაურმა, ბარონმა უნგერმა (სისხლიანი ბარონი), რომელიც იბრძოდათეთრი არმიის მხარეს წითლების წინააღმდეგ ციმბირში, გამოუშვა შენაერთი მონღოლეთში და დაამარცხა აქ მდგარი ჩინელების შენაერთი. მალევე შეიქმნა მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტია დამდინ სუხე-ბატორისა და ხორლოგიინ ჩოიბალსანის მეთაურობით. 1921 წლის 13 მარტს შეიქმნა დროებითი სახალხო მთავრობა და სახალხო რევოლუციური არმიის მთავარსარდლად დაინიშნა სუხე-ბატორი. 18 მარტს გათავისუფლებულ იქნა ქალაქი მაიმაჩენი. რევოლუციამ გაიმარჯვა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლება – სახალხო ხურალები. საკანონმდებლო წესით განმტკიცდა მშრომელი არატების დიქტატურის თავისებური ფორმა. მიუხედავად სახალხო მთავრობისა, რომლის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება, 1921-1924 წლებში მონღოლეთი ფორმალურად მაინც შეზღუდულ მონარქიად რჩებოდა. სახელმწიფოს სათავეში იდგა ბოგდო-გეგენი (ლამაისტური ეკლესიის მეთაურის ტიტული მონღოლეთში). ამ წლებში სახალხო მთავრობამ განახორციელა მრავალი ანტიიმპერიალური დაანტიფეოდალური ხასიათის გარდაქმნა, რევოლუციის გამარჯვებამ და ანტიფეოდალურმა გარდაქმნებმა გამოიწვია ძალთა გამიჯვნა და კლასობრივი ბრძოლის გამწვავება, დაიწყო კონტრრევოლუციური შეთქმულებები (1922, 1924 წლები), რომლებიც ხელისუფლებამ ჩაახშო. მტკიცდებოდა რევოლუციური მთავრობის კავშირი საბჭოთა კავშირთან. 1921 წლის ნოემბერში მონღოლეთის დელეგაცია შეხვდა ლენინს. 1924 წელს პირველმა სახალხო ხურალმა მონღოლეთი სახალხო რესპუბლიკად გამოაცხადა და მიიღო პირველი კონსტიტუცია. 1929 წელს დაიწყო მსხვილი ფეოდალური საკუთრების ექსპროპრიაცია. კლასების ლიკვიდაციის პროცესს თან სდევდა სხვადასხვა შეიარაღებული გამოსვლები.adventure-mongolia

1924 წელს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მეფე და რელიგიური ლიდერი ბოგდო-ხანი, საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა მონღოლეთს. 1924 წელს ხორლოგიინ ჩოიბალსანის ხელში მოექცა ძალაუფლება. მის სახელს უკავშირდება კოლექტივიზაცია, ასევე მონასტრების გადაწვა და ბერების ხოცვა. მონღოლეთში 1920 წლისათვის მამაკაცთა დაახლოებით ერთი მესამედი იყო ბერი და XX საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 750მონასტერი ფუნქციონირებდა. სტალინის დიდი წმენდის შემდეგ, რომელიც 1937 წელს დაიწყო, მონღოლეთში 30 000-ზე მეტი [ადამიანი დაიღუპა. იაპონური იმპერიალიზმი კი სულ უფრო და უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირისთვის. 1939 წლის იაპონია-საჭოთა კავშირის ომის დროს, საბჭოთა კავშირმა წარმატებით დაიცვა მონღოლეთი იაპონიისაგან. 1945 წელს მონღოლმა მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს მანჯურიის ოპერაციაში. 1945 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა რეფერენდუმი და გამოკითხულთა 100 %-მა (ოფიალური ინფორმაციით) მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. 1949 წლის 6 ოქტომბერს მოხდა ჩინეთის მხრიდან მოღოლეთის ოფიციალური აღიარება.

ცნობილი „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ შემდგომ მონღოლეთში აქტიურად დაწიყეს ფიქრი დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, მრავალპარტიულ სისტემასა და საბაზრო ეკონომიკაზე. 1992 წლის ახალ კონსტიტუციაში სიტყვა „სახალხო რესპუბლიკა“ ამოღებულ იქნა ქვეყნის სახელიდან. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა არ მომხდარა მარტივად. 1990-იანი წლებში ქვეყანაში ინფლაციასა და საკვების ნაკლებობას ჰქონდა ადგილი. 1993 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში და 1996 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა არაკომუნისტურმა პარტიამ.

ტრადიციულად მონღოლები მომთაბარენი იყვნენ.ისინი ძირითადად, მრგვალ კარვებში ცხოვრობდნენ და მათი საქმიანობა საქონლის მწყემსვა იყო. 1952 წლის შემდეგ კომუნისტებმა ჩამოაყალიბეს მეცხოველეობის კოოპერატივები(კოლმეურნეობები) და სახელმწიფო მეურნეობები მარცვლოვანი კულტურის მოსაყვანად. ამან ადგილზე დამკვიდრების პროცესი დააჩქარა, მაგრამ მომთაბარეობა საბოლოოდ ვერ აღმოიფხვრა. ბევრი ოჯახი მომთაბარეობდა საძოვრიდან საძოვარზე სეზონის შესაბამისად.

Paysage de désert, désert de Gobi, en Mongolie

გობის უდაბნო

დღეს ქვეყნის ეკონომიკა კვლავ ეყრდნობა მეცხოველეობას, მაგრამ თანდათან ძლიერდება მრეწველობა, ქვანახშირისა და ელექტროენერგიის ინდუსტრიები.

მონღოლეთში გზებისა და რკინიგზის ქსელი საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ორიენტაციას ასახავს.ამ პერიოდში ექპორტი და იმპორტი დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირთან. ეს ძველი ქსელი ახლა აღარ არსებობს და ვერ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ვეღარ უწევს ქვეყანას სათანადო სავაჭრო პარტინიორობას. საბჭოთა სუბსიდიების გაუქმებამ და რუსეთის მიმართ დავალიანებამ 11 მილიარდის ოდენობით, ქვეყნის თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში საკმაოდ მტკივნეული გადასვლა გამოიწვია.მონღოლეთმა დასავლეთისაგან 55 მილიონი დოლარი დახმარების სახით მიიღო. ამჟამად, ყალიბდება ახალი სავაჭრო კავშირები შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან, ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან.

მონღოლეთში ჰავა მშრალია და მკვეთრად კონტინენტური, მოკლე, ზომიერი ზაფხულითა (იწყება მაისიდან და გრძელდება სექტემბრამდე) და გრძელი ზამთრით. ამ დროს ტემპერატურა შესაძლოა -50 გრადუსამდე დაეცეს.ულან-ბატორში საშუალო ტემპერატურა მერყეობს -26 გრადუსიდან (იანვარში) 16გრადუსამდე (ივლისში). წვიმები საკმაოდ ცვალებადია და ხშირად წყალდიდობას იწვევს. წლიური ნალექების რაოდენობა მთაში 460 მმ-ია, ხოლო გობის უდაბნოში – 100 მმ. მონღოლეთი ცნობილია მოწმენდილი, მზიანი დღეებით, რომელიც წელიწადში საშუალოდ, 240 დღე გრძელდება.

მონღოლეთის რესპუბლიკა (ყოფილი გარე რესპუბლიკა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა), რომელიც მდებარეობს ცენტრალური აზიის აღმოსავლეთით,ზომიერი სარტყლის სტეპის, ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოMONGO1ს ზონებში-მსოფლიოში ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა. იგი ჩრდილოეთით 3,000 კმ-ის მანძილზე რუსეთს ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით 4760 კმ-ით – ჩინეთს. დასავლეთით, ძალიან მცირე ტერიტორია (150კმ) ესაზღვრება ყაზახეთს. მთლიანად ტერიტორია შეადგენს 1,564,116 კვ.კმ-ს,დაახლოებით იმდენს, რასაც ალასკა. თითქმის მთელი მონღოლეთი ზღვისდონიდან 1,000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის პლატოზეა განლაგებული. დასავლეთით ალთაის მთებია, რომელიც მუდმივად თოვლის საფარის ქვეშაა. ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალიც აქ მდებარეობს (4,374 მ.).მნიშვნელოვანი ქედებია ასევე გობის ალთაი და ხანგაი.ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ხენტეის მთიანეთი. ალთაის ქედის აღმოსავლეთით ტბების ხეობაა (დაახლოებით, 300-ზე მეტი ტბა), რომელიც შემოსაზღვრავს მდინარეების, სელენგასა და ტუულის ნაყოფიერ აუზს. ამ აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ულან-ბატორი (ულაანბაატარი), მონღოლეთის დედაქალაქი და კომერციული ცენტრი. მნიშვნელოვანი მდინარეებია: სელენგა, კერულენი, ონონი, ძაბხანი, კობდო. ქვეყნის ტერიტორიის 60%-ზე მეტი უჭირავს წაბლა ნიადაგებს. გავრცელებულია აგრეთვე მურა, დამლაშებული, შავმიწა და მდელოს ნიადაგები. მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელია ტყესტეპის ლანდშაფტები. ტყეს მონღოლეთის ტერიტორიის 10%-ი უჭირავს. ამ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარია. ყველაზე გავრცელებულია მღრღნელები, გვხვდება კურდღელი ტოლაი, აკლიმატიზებულია ონდატრა. ტყეებში ბინადრობს მგელი, მელია, სიასამური,ციყვი, ბურუნდუკი. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კულანი, ანტილოპები, შველი, მარალი, ხემტეის მთებში-ლოსი, მუშკი. მონღოლეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ ისეთი ცხოველებიც (ველური აქლემი,პრჟევალსკის ცხენი, გობის დათვი) რომლებიც სხვა ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება. მონღოლეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ფარავს გობის უდაბნო. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოქცეულია აქტიურ სეისმურ ზონაში, რის გამოც, მიწისძვრები აქ საკმაოდ ხშირია.

მიუხედავად იმისა რომ გობის რეგიონი უმეტესად ქვიაშიან უდაბნოს წარმოადგენს, არსებობს ნახევრად უდაბნო ადგილები, რომელიც მრავალრიცხოვანი ცხვრისთვის, აქლემისთვის და ცხენისთვის საძოვრად გამოიყენება. ბალახოვანი სტეპი საშუალებას იძლევა გამოიკვებოს 28 მილიონი სული საქონელი. ერდენეტში მოიპოვებენ სპილენძსა და მოლიბდენს, აგრეთვე ქვანახშირს. არსებობს ნავთობის საბადოებიც, რომელიც ათვისებული არაა. ქვეყანაში დიდია ფოსფატის დეპოზიტი, მაგრამ უმეტესი ნაწილი აუთვისებელია გარემოს დაცვითი პრობლემების გამო.

20100514_mongolia-2006-712x500

მონღოლი ბავშვები

მოსახლეობის დაახლოებით 94% მონღოლია,რომელთაგან ძირითადი ჯგუფი (90%) წარმოადგენს ხალიკას.უმცირესობას წარმოადგენენ ბურიატები და ყაზახები.ყაზახები თავდაპირველად ქვეყნის დასავლეთში ცხოვრობდნენ და მოსახლეობის 5%-ს შეადგენდნენ, მაგრამ 1991 წლის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბევრი დაუბრუნდა ყაზახეთს. მონღოლურ დამწერლობაში კირილიცა 1940-დან გამოიყენება. ტრადიციული ანბანი, რომელიც წააგავს არაბულს, მაგრამ იწერება ვერტიკალურად, კვლავ ისწავლება სკოლებში იმ იმედით,რომ შემდგომში ისევ ქვეყნის ოფიციალურ დამწერლობად იქცევა.

მონღოლების უმეტესობა ბუდიზმის მიმდევარი იყო მანამ სანამ კომუნისტურმა პარტიამ არ წამოიწყო მკაცრი ანტი-რელიგიური კამპანია 1937-1939 წლებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბუდისტურმარელიგიამ აღმავლობა განიცადა და 1990-იან წლებში მონღოლური ნაციონალიზმის ძირითად ძალად მოგვევლინა. მართალია, 1991 წელს ბუდიზმი კონსტიტუციურად არ აღიარეს როგორც სახელმწიფორელიგია, ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ კუთხით დიდი გამოცოცხლება შეინიშნება.დღეისათვის მოსახლეობის 50% ბუდისტია. ქალაქების მოსახეობის დაახლოებით ნახევარი თავს ულან-ბატორში იყრის. მოსახლეობი რიცხვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწრაფად იზრდება და მონღოლების 32,6% 15 წლამდე ასაკისაა. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალური პროგრამები დიდ ცვლილებებს განიცდის.

მოსახლეობის 40% ათეისტია და არ გააჩნია რელიგია. 6%- შამანისტი და ქრისტიანია, ხოლო 4% მუსლიმი.

ტენგრიიზმი და შამანიზმი ფართოდ იყო გავრცელებული მონღოლურ ტომებში, ისევე როგორც მთელს აზიაში. თუმცა შამანიზმმა დიდი კვალი დატოვა მონღოლურ რელიგიურ კულტურაზე. კომუნისტური რეჟიმის დროს, სტალინის ბრძანებით 700-ზე მეტი მონასტერი გადაიწვა და მოკლულ იქნა ათასობით ბერი. რელიგიურმა რეპრესიებმა დიდი კვალი დაამჩნია ქვეყნის რელიგიურ განვითარებას.1990-იან წლებში როდესაც რელიგია უკვე აღარ იკრძალებოდა, ქვეყანაში გავრცელება დაიწყო მაჰმადიანობამ და ქრისტიანობამ.

Genghis Khan

ჩინგიზ ხანი

ქვეყნის ძირითადი ფესტივალია ნაადამი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმართება. ნაადამი შედგება სამი ტრადიციული მონღოლური სპორტისაგან:მშვილოსნობის, ჯირითისა და ჭიდაობისაგან. ფესტივალი ტარდება 11-13 ივლისს, რითაც პატივს მიაგებენ ნაციონალურ დემოკრატიულ რევოლუციას.

მონღოლური მუსიკალური კულტურის უძველესი ტრადიციები ჩვენს დრომდე მოიტანეს ხალხურმა მთქმელებმა, მუსიკოს-შემსრულებლებმა. მონღოლური ხალხური სიმღერები ერთხმიანია, სრულდება ხალხური საკრავების ლიმბეს (ფლეიტის სახეობა),მორინჩხურის, ხუჩირის ( სიმებიან- ხემიანი), იიოჩინის (ციმბალის სახეობა) და სხვთა თანხლებით.

მონღოლური ენა განეკუთვნება მონღოლური ენების ჯგუფს.სალიტერატურო ენა ემყარება ხალხა დიალექტს. 1941 წლიდან დამწერლობას საფუძვლად უდევს რუსული გრაფიკა. მონღოლეთში დაცულია სინჰარმონიზმი. აქვს მოკლე და გრძელი ხმოვნები, დიფთონგები. გრძელი ხმოვნები ორთორგაფიულად გადმოიცემა ხმოვანთა ორმაგი დამწერლობით.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*