მოყვარულმა არქეოლოგებმა ისტორიაში ვიკინგების ყველაზე დიდი განძი იპოვეს

დანიის სამხრეთში არქეოლოგებმა იპოვეს ისტორიაში ყველაზე დიდი, ვიკინგების დროინდელი განძი. ოქროს და ვერცხლის ნივთები 900 გრამს იწონის.

აღმოჩენა მოხდა ვაიენის კომუნის რაიონში, იუტლანდიის ნახევარკუნძულზე. სამმა არქეოლოგმა შეატყობინა ნაციონალურ კულტურულ–ისტორიულ მუზეუმს აღმოჩენის შესახებ.

ხუთი ოქროს და ერთი ვერცხლის სამაჯური თარიღდება 900 წლით. მათი საერთო მასა 900 გრამს შეადგენს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ერთი ასეთი ნივთის პოვნა ძალიან იშვიათობაა, ხოლო ექვსი ერთდროულად – უნიკალური აღმოჩენაა. სამაჯურების ღირებულება იმაზე მეტყველებს, რომ ისინი დიდგვაროვან პირებს ეკუთვნოდათ.

სპეციალისტები აღმოჩენას ვიკინგების ისტორიაში უმსხვილესს უწოდებენ. ყველაზე მსხვილი აღმოჩენა აქამდე 750 გრამის განძი ითვლებოდა. გათხრების ზუსტი ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია: მეცნიერები გათხრების გაგრძელებას გეგმავენ “განძის მაძიებლების” ცნობისმოყვარეობის გარეშე.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*