მრავალტონიანი “მკვდრების ქოთნები”: ძველი პლატოს საიდუმლო

ლაოსის მთებში სიენგ–ხუანგის პლატოზე არსებობენ არტეფაქტები, რომლებსაც მეცნიერები ახსნას ვერ უძებნიან.

სიენგ–ხუანგის პლატოზე გათხრები 2016 წლიდან მიმდინარეობს. აქ 2500 წლის წინანდელი რამდენიმე სამარხი აღმოაჩინეს. ერთდროულად გამნაღმველები ტერიტორიის განაღმვას ახორციელებდნენ: აქ 1960–1973 წლების სამოქალაქო ომის დროინდელი ბომბები იყო შემორჩენილი. მას შემდეგ, რაც ტერიტორია უსაფრთხო გახდა, მეცნიერებმა შეძლეს იდუმალი ე. წ. “მკვდრების ქოთნების” აღწერა.

ის, რომ, მთებში მასიური ქვის ჭურჭლები იყო, ცნობილია უკვე დიდი ხანია. მაგრამ მხოლოდ ახლახანს გახდა შესაძლებელი ექსპედიციების მოწყობა იმ ადგილებში, სადაც ხანდახან, მხოლოდ მონადირეები ხვდებიან.

საერთო ჯამში, 15 უბანზე იპოვეს 170 ქვის “ქოთანი”. მათი წონა რამდენიმე ტონაა. ყველა მათგანი სხვა ადგილას არის დამზადებული და შემდეგ არის პლატოზე ატანილი. ზოგიერთი მათგანის შიგნით ადამიანის ძვლებია. ამის გამო გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ ისინი დასაკრძალავი მიზნით გამოიყენეს.

ე. წ. დასაკრძალავი ქოთნები სხვადასხვა ხალხებში გამოიყენებოდა – სამხრეთ ამერიკიდან ეგვიპტემდე, იაპონიიდან კავკასიამდე. მკვდრებს მოხრილ მდგომარეობაში ქვის ან თიხის ქოთნებში ათავსებდნენ. უმეტეს კულტურებში ასეთი დაკრძალვა მეორადი იყო: მიცვალებული ჯერ იხრწნებოდა და მხოლოდ შემდეგ მარხავდნენ მიწაში.

არქეოლოგებმა ასევე იპოვეს ასობით დისკი, რომლებიც თავსახურები ან საფლავის ქვები იყო.

თვითონ ქოთნებზე არანაირი ორნამენტები არ არის. დისკებზე კი გამოსახულია გეომეტრიული ნახატები, ადამიანის ფიგურები და მითოლოგიური არსებები.

ახალი ექსპედიციის შედეგებმა კი ახალი კითხვა გააჩინა: დიდი “ქოთნების” გვერდით აღმოაჩინეს მათი მინიატურული ასლები. მაგრამ გაუგებარი რჩება, თუ რისთვის მოათავსეს დასაკრძალავი ჭურჭლის გვერდით მისი ციცქნა რეპლიკა.

სიენგ–ხუანგის პლატოზე ასევე აღმოჩენილია მძივები, პრიმიტიული ინსტრუმენტები, თითისტარები, კერამიკა, ლითონის სამკაულები და რკინის ხანის სხვა არტეფაქტები. მაგრამ კავშირი სხვა ცნობილ კულტურებთან, ჯერ ნაპოვნი არ არის.

012e7ebbf8cc06c2c6addda1c2449d6d

b803a615716158318a6b9cffd1dd542e

Leave a comment

Your email address will not be published.


*