“მრავალფეხა ჯოჯოხეთიდან” – აღმოჩენილია მსოფლიოს ყველაზე ღრმა გამოქვაბულებში

ხორვატიაში, მსოფლhades-centipedeიოს ერთ–ერთ ყველაზე ღრმა გამოქვაბულში აღმოაჩინეს მრავალფეხა – ჰადესი.

მრავალფეხა, რომლის სახელიც ბერძნულ ღმერთს ჰადესს უკავშირდება, არის გამოქვაბულის ერთ–ერთი ყველაზე მტაცებელი არსება, რომელიც ბინადრობს დაახლოებით 4 700 ფუტის სიღრმეზე.

“როდესაც პირველად ვნახე ეს არსება, მაშინვე მივხვდი, რომ ეს არის ახალი, აქამდე უცნობი სახეობა”. – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა პაველ სტოევმა. მანვე აღნიშნა, რომ მრავალფეხას ეს სახეობა კარგად არის ადაპტირებული მსგავს გარემოში.

მან მრავალფეხა Geophilus Hades იპოვნა ველებიტის მთის სამ გამოქვაბულში. ლუკინა იამა–ტროიამას გამოქვაბული მსოფლიოს 15 ყველაზე ღრმა გამოქვაბულს შორისაა. (კრუბერას გამოქვაბული აფხაზეთში, საქართველო, მსოფლიოს ყველაზე ღრმა გამოქვაბულია, რომლის სიღრმე 5 610 ფუტია).

ეს მრავალფეხები კლასიფიცირდებიან ართროპოდებში, რომლებშიც ასევე შედიან მწერები, ისევე როგორც ობობები და კიბოსნაირნი. მრავალფეხა ჰადესს სხვა მრავალფეხებისგან განსხვავებით აქვს წაგრძელებული ანტენები, ბრჭყალებიანი ფეხები და მაგისტრალური სეგმენტები. ამ მრავალფეხებს ასევე აქვთ ძლიერი შხამიანი ჯირკვლები. იმ შემთხვევაში თუ მრავალფეხამ ხელთ იგდო ნადავლი, მას შეუძლია ერთი ნაკბენით სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს.

კიდევ ერთი მრავალფეხა სახელად პერსეფონე, რომელიც ბერძენი დედოფლის სახელს ატარებს, ნაპოვნია ასევე ღრმა გამოქვაბულში.Centipede

ღრმა მიწისქვეშა სამყარო არის მეცნიერებისთვის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო საძიებო გარემო, რადგან ჩვენთვის ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი იქ მობინადრე არსებების შესახებ. მოგზაურობამ ასეთ სიღრმეებში გამოიწვია ის, რომ აღმოჩენილია ეს ორი სახეობა ჰადესი და პერსეფონე.

“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ცოტა ვიცით გამოქვაბულის ცხოვრებაზე”. – ამბობს სტოევი.

news.discovery.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*