მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერი: 8K ვიდეო

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ანხელი ვენესუელაში მდებარეობს. ტროპიკულ ტყეებში მიმალული ის დიდხანს რჩებოდა უცნობი. მასთან მიახლოება ახლაც რთულია, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები შორი მანძილიდანაც კი მისი დეტალური დათვალიერების საშუალებას იძლევა.

ჩანჩქერს მისი პირველადაღმომჩენის – მფრინავ ჯეიმს ეინჯელის სახელი ჰქვია. (ესპანურად გვარი იკითხება, როგორც “ანხელი”). ვარდნილი წყლის უწყვეტი ნაკადის სიმაღლე 807 მეტრია, ხოლო ანხელის საერთო სიმაღლე – 979 მეტრია. ეს მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერია. მეორე ადგილზეა 948 მეტრიანი ტუგელა (Tugela Falls) სამხრეთ აფრიკაში.

მანძილი, რომელსაც ანხელიდან გადმოვარდნილი წყალი გადის, იმდენად დიდია, რომ გზადაგზა ის ნაწილაკებად იშლება და ნისლად გადაიქცევა, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე იშლება.

უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ვიდეო საშუალება იძლევა, რომ უმცირესი დეტალებიც კარგად დავინახოთ. AirPano–ს ახალი ვიდეო 360°–ის ფორმატშია შექმნილი, ამის წყალობით გამოსახულება შეიძლება მოვაახლოვოთ და დავატრიალოთ სხვადასხვა მხარეს. ეს ხელს უწყობს უფრო რეალურად აღვიქვათ ბუნების ამ საოცრების მასშტაბები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*