მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზები

1) ტრანს–საჰარას გზატკეცილი, რომელიც გადის ალჟირსა და ნიგერიაში. ამ გზაზე მძღოლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან აქ გაუსაძლისი უდაბნოს სიცხეა, გამოირჩევა ქვიშის ქარიშხლებით და ძალადობრივი არეულობით.

trans_sahara_ornicar69-dangerous-roads-150629

2) ყარაყურუმის გზა პაკისტანში არის უდიდესი ასფალტირებული გზა მსოფლიოში, რომელიც 15 000 ფუტზე მეტს აღწევს. ამ გზაზე მოძრაობა განსაკუთრებით საშიშია იმის გამო, რომ არის მეწყერსაშიში, გამოირჩევა წყალდიდობებით და არის ძალიან უსწორმასწორო რელიეფის მქონე.

karakoramhighway_zimbres-dangerous-roads-150629

3) რუსეთის ტრანს–ციმბირის დიდი გზა, რომელიც დაიგო გულაგი მაცხოვრებლების კომუნისტურ პერიოდში, გადაჭიმულია თითქმის 7 000 მილის მანძილზე სანქტ პეტერბურგიდან ვლადივოსტოკამდე. მისი ზოგიერთი მონაკვეთი დაუგებელი და დანგრეულია, ზაფხულში ძალიან ჭაობიანია, ხოლო ზამთარში სასტიკად ცივა.

transsiberianhighway_bil-dangerous-roads-150629

4) ჩრდილოეთ იუნგას გზა ბოლივიაში, მეტსახელად El Camino de la Muerte (“სიკვდილის გზა”). გადაჭიმულია ლა პასიდან კორიოკომდე. მისი სიფართოვე 10 ფუტზე ნაკლებია და არ გააჩნია არავითარი დაცვა. იქიდან გადმოვარდნის შემთხვევაში კი 2 000 ფუტის სიმაღლიდან მოგიწევთ ფრენა.

yungas-road_by-llosuna-dangerous-roads-150629

5) მილიონი დოლარის მაგისტრალი კოლორადოში, შესაძლოა იყოს ყველაზე საშიში გზა შეერთებულ შტატებში. გზაზე მთლიანად მკვეთრი მოსახვევებია და მძღოლს მცირე შეცდომასაც არ პატიობს. ასევე მძღოლებმა ტავი უნდა დაიცვან ზვავისგანაც.

milldolhigh_avalanche_chute_overpass__ken_lund-dangerous-roads-150629

6) სტელვიოს გასასვლელი, რომელიც აკავშირებს იტალიას და ავსტრიას ერთმანეთთან და გადის ალპებში, ხედი ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა არავის ვუსურვებ გადაიტანოს მანდ მგზავრობა.

stelvio_pass_amcs1983-dangerous-roads-150629

7) კონსერვების მომარაგების მარშრუტი ავსტრალიაში, გადის 1 150 მილის მანზილს ცარიელ უდაბნოში. ამ გზაზე ფაქტიურად არ არსებობს ბენზინ გასამართი სადგურები.

canning_stock_route_australia_rcbutcher-dangerous-roads-150629

news.discovery.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*