მსოფლიოს 10 უდიდესი ქვეყანა

10. ალჟირი

saharan-algeria

ალჟირი არის მეათე უდიდესი ქვეყანა ფართობის მიხედვით (2,38 მილიონი კვადრატული კილომეტრი) და ერთადერთი აფრიკული ქვეყანა, რომელიც ათეულში შედის. ალჟირი მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში და მისი ხმელთაშუაზ ღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 998 კმ–ა. ქვეყნის 90%–ს უდაბნო შეადგენს. ალჟირის ნაწილი საჰარას უდაბნოშია, რომელიც სამხრეთით ესაზღვრება მალის და ნიგერს.

9. ყაზახეთი

singapore-city-kazakhstan-pictures-worldcitypics-539301

ყაზახეთის ფართობი 2,72 მილიონი კვ. კმ–ა. და დიდი ნაწილი მაღალმთიანია. კლიმატი გრილი და მშრალია, თუმცა არა უდაბნოს მსგავსი.

8. არგენტინა

mountains-patagonia

არგენტინა შედის 32 ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში და არის უდიდესი ესპანურენოვანი სახელმწიფო. ფართობი 2,78 მილიონი კვ. კმ. და ყველაზე მრავალფეროვანი გეოგრაფიული და კლიმატური მდგომარეობით გამოირჩევა. არგენტინის უკიდურესი ჩრდილოეთით ტემპერატურა მაღალია, ტროპიკული და ჭაობიანი, ხოლო სამხრეთით ზალიან დაბალია ტემპერატურა. პატაგონია ერთ–ერთი სანახაობრივი და სახიფათო ადგილია, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ ანდეს დასავლეთით და ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთით.

7. ინდოეთი

india-houses

ინდოეთის საზღვრები საკმაოდ შეიცვალა რამდენჯერმე გასულ საუკუნეში, მიუხედავად ამისა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ რეგიონი ქაშმირი მას ეკუთვნის (მის ფართობზე პაკისტანიც დავობს). ქაშმირის გარეშე ინდოეთის ფართობი 3,29 მილიონი კვ. კმ–ა. ინდოეთს ესაზღვრებიან ჩინეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და ნეპალი და მისი გეოგრაფია მერყეობს ჰიმალაის მთების ტერიტორიაზე.

6. ავსტრალია

australia-beach-five-fingers

მისი ფართობი 7,69 მილიონი კვ. კმ–ა, რაც ორჯერ დიდია ინდოეთისაზე. ეს არის უდიდესი ქვეყანა შორეულ ოკეანიაში. ავსტრალია იმდენად დიდია, რომ სარგებლობს არა მარტო, როგორც კუნძული, არამედ როგორც კონტინენტის სტატუსითაც. მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვროპს სანაპირო ქალაქებში, როგორებიცაა აღმოსავლეთით სიდნეი და სავლეთით პერთი. ავსტრალია შედის მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მშრალ და ცხელ რეგიონებში. ექსტრემალურ კლიმატურ პირობებთან და გეოგრაფიული მდებარეობასთან ერთად ავსტრალია ცნობილია ასევე თავისი ულამაზესი და ხშირად სასიკვდილო ბუნებითაც.

5. ბრაზილია

rio-brazil

უდიდესი ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, რომლის ფართობიც 8,51 მილიონი კვ. კმ–ა. გარშემორტყმულია ამაზონის ჯუნგლებით, რომელიც იმდენად დიდია, რომ დღემდე შემორჩენილია ინდიელთა ტომები, რომლებსაც არ აქვთ გარესამყაროსთან და ცივილიზაციასთან კონტაქტი არ აქვთ. ბრაზილიას აღმოსავლეთით აქვს ძალიან გრძელი ატლანტის ოკეანის სანაპირო ხაზი, რომლის სიგრძეც 8 000 კმ–ა. მის მთავარ ქალაქებში, მათ შორის რიო დე ჟანეიროში და სან პაულუში აშენდა ამაზონის ჯუნგლების დიდი შემოვლითი გზა.

4. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

great-wall-china

მარტო ჩინეთი, აშშ და კანადა იკავებს მსოფლიოს ზედაპირის 7%–ს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფართობი დაახლოებით 9,6 კვ. კმ–ა. ის ესაზღვრება 14 ქვეყანას, მათ შორის აღმოსავლეთით ავღანეთს, ჩრდილოეთით რუსეთს და სამხრეთით ვიეტნამს. ჩრდილოეთით ტემპერატურა დაბალია, ცენტრში კი არის გობის უდაბნო, რომელიც სიდიდით მე–4 უდაბნოა მსოფლიოში. ხოლო სამხრეთით ტემპერატურა რეგულარულად აღწევს ტროპიკულ დონეს. მოსახლეობა 1,35 მილიარდზე მეტია. ჩინეთში არის 56 ეთნიკური ჯგუფი. და რაც საინტერესოა ჩინეთში იმაზე მეტი ექიმია, ვიდრე ყატარის მთელი მოსახლეობა შეადგენს.

3. ამერიკის შეერთებული შტატები

rolling-rivers-north-dakota

აშშ უფრო დიდია ჩინეთსო, ხოლო ოდნავ პატარა კანადაზე. ფართობი 9,63 მილიონი კვ. კმ. სამხრეთით ესაზღვრება მექსიკა, ხოლო ჩრდილოეთით კანადა. დასავლეთი მხარე კლდოვანია, ხოლო კალიფორნიის სანაპიროზე წლის განმავლობაში ზომიერი კლიმატია.

2. კანადა

Moraine-Lake-canada-9727405-1024-768

კანადის ფართობი 9,984 მილიონი კვ. კმ–ა. დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში უდიდესი ქვეყანაა. მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვითაც ერთ–ერთი უდიდესია, მაგალითად 35 მილიონი მოსახლე 61 ჰექტარზე თავსდება. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, დასავლეთ ნაწილს წყნარი ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე. კანადას მსოფლიოში ფართობის მიხედვით მეორე ადგილი უკავია რუსეთის შემდეგ. სახმელეთო მეზობლებიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ესაზღვრება – აშშ, დასავლეთიდან ესაზღვრება აშშ-ს შტატი ალასკა. კანადა ფედერაციული სახემწიფოა, ქვეყანა შედგება ათი პროვინციისა და სამი ტერიტორიისაგან, კანადის მმართველია პრემიერ-მინისტრი, სიმბოლურად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს და შესულია ერთა თანამეგობრობაში.

1. რუსეთი

transsiberian-railroad

რუსეთის ფართობი 17,1 მილიონი კვ. კმ–ა და მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა. ისევე როგორც ჩინეთს რუსეთსაც 14 ქვეყანა ესაზღვრება. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან.  ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება: ბელორუსია, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი,მონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობსოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.

worldatlas.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*