მსოფლიოს 10 ყველაზე ღრმა ტბა

1. ბაიკალი, ციმბირი, რუსეთი – მსოფლიოს უღრმესი ტბაა, რომლის მაქსიმალური სიღრმე 1 637 მეტრია. ბაიკალი ასევე ყველაზე მოცულობითი მტკნარი ტბაა მსოფლიოში.

sSbl3HCVXHtWjWhRhHQli

2. ტანგანუიკა, ცენტრალური აფრიკა – სიდიდით მეორე მტკნარი ტბა მსოფლიოში, რომლის მაქსიმალური სიღრმე 1 470 მეტრია. ტანგანუიკას იყოფს აფრიკის ოთხი სახელმწიფო: ზამბია, ბურუნდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ტანზანია.

Tanganyika

3. კასპიის ზღვა – კასპიის ზღვა ესაზღვრება: რუსეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ირანს და თურქმენეთს. მისი მაქსიმალური სიღრმე 1 025 მეტრია. იგი არის  მსოფლიოს უდიდესი ხმელეთს შორის მოქცეული წყლის აუზი. მას ხშირად ასევე მსოფლიოს უდიდეს ტბადაც მოიხსენიებენ, თუმცა იგი მტკნარი არ არის. მისი მარილიანობა დაახ. 1,2 % შეადგენს, რაც ზღვის წყლის მარილიანობის მესამედია.

caspian

4. ვოსტოკი, ანტარქტიკა – ამ ყინულოვანი ტბის მაქსიმალური სიღრმე 900 მეტრია. იგი არის ანტარქტიკის უდიდესი ტბა. მდებარეობს სიცივის პოლუსის სამხრეთით, ვოსტოკის სადგურის რაიონში. ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ გიგანტური ტბის არსებობის შესახებ ვარაუდები, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოითქვა. 1990-იანი წლების შუა ხანებში სეისმური და რადიოგლაციოლოგიური კვლევების ხარჯზე დადასტურდა ტბის არსებობა. მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ვოსტოკის ტბა ვულკანური მოქმედების პროდუქტია, რომელმაც გაალღო მიწისზედა ყინულის ნაწილი. ვოსტოკის ტბა კვებავს უნიკალურ მტკნარწყლიან ეკოსისტემას, რომელიც შეიცავს ინდივიდუალურად განვითარებულ ორგანიზმებს.

vostok

5. სან–მარტინი, ჩილე და არგენტინა – მაქსიმალური სიღრმე 836 მეტრი, ხოლო ფართობი 1 013 კილომეტრი, სანაპირო ზოლის სიგრძე კი – 525 კილომეტრი. მდებარეობს აისენის რეგიონის (ჩილე) და სანტა-კრუსის პროვინციის(არგენტინა) ტერიტორიაზე. ტბა ცნობილია სან-მარტინის სახელით არგენტინაში, ხოლო ო’ჰიგინსის სახელით ჩილეში. იგი ამერიკის ყველაზე ღრმა ტბაა. ერთვის მდინარე მაიერი და კიდევ რამდენიმე პატარა ნაკადული, ხოლო გამოედინება მდინარე პასკუა, რომლის საშუალებითაც დაკავშირებულია წყნარ ოკეანესთან.

Lago_o_Higgins

6. მალავის ტბა, მოზამბიკი, ტანზანია, მალავი – მაქსიმალური სიღრმე 706 მეტრი. მალავი არის სიდიდით მესამე და სიღრმით მეორე ტბა აფრიკაში. იგი ცნობილია ასევე ნიასას სახელწოდებით. ტბის სიგრძე მერყეობს 560-580 კილომეტრებში, სიგანეში კი ყველაზე ფართო ადგილი 75 კმ-ია. ტბის სანაპიროები მდებარეობს დასავლეთ მოზამბიკის, აღმოსავლეთ მალავის და სამხრეთ ტანზანიის ტერიტორიებზე. უდიდესი ჩამდინარე მდინარეა რუჰუჰუ. ტბიდან გამოედინება მდინარე შირე, რომელიც შემდეგ მდინარე ზამბეზს ერთვის.

malawi

7. ისიკ–ყული, ყირგიზეთი – მაქსიმალური სიღრმე 668 მეტრი. მიუხედავად იმისა, რომ მას გარს აკრავს თოვლიანი და ყინულოვანი მთების, ისიკ–ყული არასოდეს იყინება. სწორედ აქედან გამომდინარების მისი სახელწოდება, რომელიც “ცხელ ტბას” ნიშნავს.

issyk-kul-kyrgyzstan-6019934565

8. მონების დიდი ტბა, კანადა – მაქსიმალური სიღრმე 614 მეტრი. იგი არის ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე ღრმა ტბა. ტბის ზედაპირის ფართობი შეადგენს 28 930 კმ²-ს. აქედან გამოედინება მრავალი დიდი და მცირე მდინარე, მათგან აღსანიშნავია კანადის ყველაზე გრძელი მდინარე მაკენზი, დიდი მონების ტბიდან ასევე გამოედინება მდინარე ნევოლნიჩია. ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ადგილობრივი ინდიელები. პირველად დიდი მონების ტბა ინგლისურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა 1771 წელს.

greatslave

9. კრატერული ტბა, ორეგონი, აშშ – მაქსიმალური სიღრმე 594 მეტრი. იგი ჩამოყალიბდა დაახლოებით 7 700 წლის წინ ვულკანური მთის მაზამას დაშლის შედეგად. იგი არის ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი კრატერული ტბა მსოფლიოში.

1280px-Crater_Lake_National_Park_Oregon

10. მატანო, ინდონეზია – მაქსიმალური სიღრმე 590 მეტრი.  იგი არის ტექტონიკური წარმოშობის ტბა ინდონეზიაში, კუნძულ სულავესზე, ზღვის დონიდან 382 მ სიმაღლეზე. ფართობი 164,1 კმ². უდიდესი სიღრმე 590 მ. ინდონეზიის უღრმესი ტბა. მრავალი სახეობის ენდემური ფლორისა და ფაუნის ადგილსამყოფელია. სიღმეებში წყალი უჟანგბადოა, თავისუფალია სულფატებისაგან, თუმცა მდიდარია რკინით. ტბაში გვხვდება მწვანე გოგირდოვანი ბაქტერიების პოპულაციები.

d5db1aae1ed5eeddbc2a62dc65e9c94e

Leave a comment

Your email address will not be published.


*