მსოფლიოში პირველი ომის კვალს კენიაში მივყავართ

ეს ამბავი კენიაში, ტურკანას ტბის სანაპიროებთან მოხდა დაახლოებით 10 ათასი წლის წინ. მონადირე–შემგროვებელთა ერთ ჯგუფს თავს მეორე დაესხა. ტბის ნაპირას ქვის ისრებითა და ხელშუბებით სასიკვდილოდ დაჭრილთა სხეულები დარჩა.

ასეთია მსოფskullbest_3554493bლიოს ისტორიაში პირველი ომის სავარაუდო სცენარი, რომლის ნაკვალევსაც მეცნიერებმა კენიაში, ტურკანის ტბის სანაპიროსთან, ნატარუკში მიაგნეს. აღმოჩენილი მასალა ადასტურებს, რომ ადამიანები კერძო საკუთრებისა და ცივილიზაციის გაჩენამდე, ჯერ კიდევ ადრეული ჰოლოცენის ეპოქაში ეომებოდნენ ერთმანეთს. საუბარია უძველესი ადამიანების მასობრივ სამარხებზე, რომლებიც მასალების შესწავლის წინასწარი შედეგებით, მონადირე–შემგროვებელთა სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირებისას დაიღუპნენ დაახლოებით 10 ათასი წლის წინ (საინტერესოა, რომ სწორად ტურკანასთან არის აგრეთვე ნაპოვნი უძველესი სამუშაო იარაღები, 3 მილიონ 300 ათასი წლისა).

მარტა ლარი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი: “ნატარუკის ეს სასაკლაო ადასტურებს, რომ ომები უძველესი დროიდან თან სდევდა კაცობრიობას. მიკვლეული მასალებით აშკარაა, რომ ვიღაცამ მონადირე–შემგროვებელთა მცირე ჯგუფი გაანადგურა და მათ დაკრძალვაზეც არავის უზრუნია. ეს გვაწვდის უნიკალურ ცნობებს, რომ ომი უძველესი ადამიანების “საერთაშორისო ურთიერთობების” არსენალშიც შედიოდა”.

სპეციალისტთა განცხადებით, ეს იყო კონფლიქტი მშვიდობიან ადამიანებსა და სამხედრო დამნაშავეებს შორის. რადგან მსხვერპლთა შორის არის 8 მამაკაცი და 8 ქალი, რომელთაგან ერთი ფეხმძიმედ იყო. კიდევ 6 ბავშვისა და 5 ზრდასრულის სქესის დადგენა ვერ მოხერხდა. მათი ნაშთები, წოლის პოზა და დაკრძალვის მანერა აჩვენებს, რომ ისინი მოძალადეთა მსხვერპლნი გახდნენ.

მარტა ლარი: “სასაკლაოს მოწყობის მიზეზი, როგორც ჩანს, ერთი ტომის მიერ მეორის რესურსების, ტერიტორიის, ქალების და მეტიც, ქოთნებში ჩარჩskull1_3554538bენილი საკვების დაპატრონება გახდა. ჩანს, შემგროვებლებისთვის ყველაფერი ეს, ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორიც პირველი ფერმერებისთვის მათი კერძო საკუთრება. არადა, აქამდე მიგვაჩნდა, რომ ომების ეპოქა სწორედ კერძო მესაკუთრეობის წარმოშობის შემდეგ დაიწყო”.

მეცნიერებმა ოთხწლიანი კვლევის შემდეგ თავდამსხმელთა შეიარაღებაც დაადგინეს. იმ დაზიანებების მიხედვით, რომლებიც თავის ქალაზე, ხერხემლისა და კისრის ძვლებზე შეინიშნებოდა, მათ თავს ქვის პრიმიტიული საბრძოლო იარაღებით დაესხნენ, ცხედრები კი გადაყარეს.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*