მსოფლიოში უდიდესი რადიოტელესკოპი გაიხსნა ჩინეთში

ჩინეთში გაიხსნა 500 მეტრის დიამეტრის რადიოტელესკოპი (30 საფეხბურთო მოედნის სიდიდის), რომელიც მსოფლიოში უდიდესი.

ეს არის 500 მეტრის დიამეტრის სფერული ტელესკოპი FAST. მისი რადიოსიხშირული დიაპაზონი 70 MHz-30 GHz–ია და შეიქმნა 1994 წელს, მაგრამ მისი მშენებლობა მხოლოდ 2011 წელს დაიწყო.

ტელესკოპი გაიხსნა 2016 წლის 25 სექტემბერს გუიჩჟოს პროვინციაში. FAST–ი გახდა უდიდესი რადიოტელესკოპი მსოფლიოში. აქამდე ყველაზე დიდი პუერტო რიკოში, არესიბოს ობსერვატორიაში მდებარე ტელესკოპი იყო. მისი დიამეტრი 304,8 მეტრია, ხოლო სარკის რეფლექტორის სამუშაო სიხშირე მერყეობს 50 MHz–დან 10 GHz–მდე. ახალი ტელესკოპის მთავარი ამოცანაა ეძებოს ახალი ცივილიზაციები და შეისწავლოს პულსაციები.

ტელესკოპის მშენებლობის და შემდგომ მისი მუშაობის გამო ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სხვა ქალაქებში მიეცათ საცხოვრებელი სახლები, რადგან ტელესკოპის მუშაობისთვის აუცილებელია რადიო დუმილი 5 კილომეტრის რადიუსში. მათ ასევე გადაეცემათ ფულადი კომპენსაცია 12 000 იუანის ოდენობით (1837 აშშ დოლარი) სულზე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*