მსოფლიოში უძველესი ლუდსახარში ისრაელშია?!

ისრაელში, სავარაუდოდ, მსოფლიოში უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს, სადაც 13 ათასი წლის წინ ალკოჰოლურ სასმელებს ამზადებდნენ. ის აქამდე ცნობილ უძველეს ლუდსახარშზე რამდენიმე ათასი წლით უფრო ძველია. მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ადამიანები ალკოჰოლს იმაზე გაცილებით ადრე ამზადებდნენ, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი და ზოგიერთი მარცვლეულის კულტივირება სწორედ ლუდში მისი საჭიროების გამო დაიწყეს.

ექსპედიციის ჯგუფის წევრის, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის, ლი ლიუს განცხადებით, აღმოჩენა მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის განვითარებამდე, ალკოჰოლის წარმოების საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო არა სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის სიჭარბე, არამედ სასმლის სარიტუალო დანიშნულებით გამოყენების საჭიროება.

მეცნიერთა ცნობით, სასმელი, რომელსაც 13 000 წლის წინ ამზადებდნენ, უფრო ფაფის მსგავსი და თანამედროვე ლუდზე უფრო სუსტი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published.


*